კარგი მმართველი არის ლიდერული უნარების მქონე ხელმძღვანელი, რომელსაც არსენალში მართვის სხვადასხვა მეთოდები აქვს და გარემოებიდან გამომდინარე იყენებს მათ. არსებობს მართვის სხვადასხვა სტილი, თუმცა ვერცერთი ვერ ჩაითვლება ერთმნიშვნელოვნად სწორ ან არასწორ მიდგომად. მოქნილობა, სიტუაციის შესაბამისი მიდგომის შერჩევა და თამამად გამოყენება – ეს არის ლიდერის წარმატების საფუძველი.
პროგრამა ეფუძნება ქოუჩინგური ლიდერობის T-PIAF მოდელს. მოცემულ პროგრამაში ქოუჩინგური მიდგომა და ინსტრუმენტები გამოყენებულია 5 საკვანძო მიმართულებით – (Trust) ნდობის დამყარება, (Purpose) მიზნის დასახვა, (Inspiration) ინსპირაცია, (Action) ქმედებების დაგეგმვა და (Feedback) უკუკავშირი – რომელიც აქცევს კარგ მენეჯერს ნამდვილ ტრანსფორმაციულ ლიდერად და ეხმარება კიდევ უფრო ეფექტურ და პროდუქტიულ საქმიანობაში.

უკვე ათწლეულებია თანამედროვე ბიზნესი ქოუჩინგური მიდგომის ეფექტურობის მოწმეა. მომსახურე ლიდერობის ეპოქაში, ქოუჩინგის ინსტრუმენტების ცოდნა და განვითარება უბრალოდ აუცილებლობად იქცა. ძირითადი ინსტრუმენტი კი კითხვებია – კითხვები ნდობისთვის, კითხვები მოტივაციისთვის, კითხვები მიზნის დასახვისთვის, კითხვები ქმედებებისთვის. დაუჯერებელია, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ერთი სწორი შეკითხვით – არა-დირექტიულად, პარტნიორული პოზიციიდან დასმული შეკითხვით.
თემები:
Trust – ნდობა – როგორც ველი, რის ფონზეც მიმდინარეობს ლიდერსა და გუნდს შორის ურთიერთობა. ნდობის კულტივირება, ავთენტური კომუნიკაცია და ერთ ენაზე საუბარი
Purpose – მიზნების ეფექტური დასახვა 8 კრიტერიუმის გათვალისწინებით, რაც ზრდის პასუხისმგებლობას და მიღწევის ალბათობას
Inspiration – მოტივირება – ორი ძირითადი მექანიზმი, რომელსაც ქოუჩინგი სთავაზობს ლიდერებს თანამშრომელთა შინაგანი მოტივაციის ამაღლებისთვის
Action – ქმედებაზე გადასვლა – კონკრეტული გეგმების შემუშავება, რეალური ნაბიჯები და პროგრესის მართვა
Feedback – პოზიტიური და კრიტიკული უკუკავშირი შესრულებულ სამუშაოზე – უკუკავშირი როგორც საჩუქარი. კონსტრუქციული, განმავითარებელი უკუკავშირი, რომ მიმღები დარჩეს მოტივირებული და შენარჩუნდეს ნდობა ურთიერთობაში.