დეველორის წარმატებული პროექტი

სონის რეგიონალური ტალანტების განვითარების პროგრამა

ლიდერობის აკადემიის გაზომვადი შედეგები

ბიზნესის გამოწვევა

სონის პირველი და მეორე ხაზის მენეჯერები სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში უმეტესად ახალგაზრდა, ღია, აქტიური ადამიანები იყვნენ, საკმარისი პროფესიული გამოცდილებით. ზოგიერთ მათგანს შეზღუდული პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდა ადამიანების მართვაში. ამასთანავე ისინი მრავალფეროვანი თეორიული ცოდნას ფლობდნენ. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა მოლოდინები შუა რგოლის მმართველი გუნდის მიმართ. მათ არ ჰქონიათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ლიდერული უნარების განვითარების რაიმენაირ სტრუქტურირებულ, სრულ პროგრამაში. საშუალო რგოლის მენეჯერების უმეტესობა არ იყო ერთმანეთთან ყოველდღიურ კავშირში. ისინი მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნებში (პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, სლოვენია, ხორვატია, სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი).

სონის სურდა სამხრეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონში ბიზნეს თანამშრომლობის გაძლიერებასთან ერთად გაეუმჯობესებინა და განევითარებინა მისი პირველი ხაზის და საშუალო რგოლის ახალგაზრდა და ენთუზიაზმით აღსავსე მენეჯერების საბაზისო ლიდერული უნარები და კომპეტენციები. ამ მიზეზით სონი ეძებდა პარტნიორს, რომელიც უმაღლეს დონეზე გაუძღვებოდა განვითარების კომპლექსურ საერთაშორისო პროგრამას და პროფესიონალურად გაუმკლავდებოდა მისი განხორციელების გამოწვევებს. სტრატეგიის ფორმულირებისას გაყიდვების განვითარების გარდა ეფექტიანი თანამშრომლობისათვის მეტად მნიშნელოვანი იყო ცვლილებებისა და ბექ ოფისის (წარმოება, ლოჯისტიკა და ხარისხის უზრუნველყოფა) აქტივობების ჰარმონიაში მოყვანა. ამის მისაღწევად დეველორს სწორი რესურსები და გამოცდილება ჰქონდა.

იმრე ვადაში
HR რეგიონალური დირექტორი
სონი ცენტრალური და სამხრეთ ევროპა 

“როდესაც სამი წლის წინ ვეძებდით პარტნიორს, რომელიც დაგვეხმარებოდა ჩვენს ბიზნესში ლიდერული შესაძლებლობების განვითარებაში, ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო გვეპოვა ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია

 

  • განახორციელოს უმაღლესი ხარისხის პროგრამა ჩვენს ძირითად ბაზრებზე.
  • ითანამშრომლოს ჩვენთან მოქნილი და ბიზნესზე ორიენტირებული სტილით, რათა შედეგად მივიღოთ კომპეტენციების რეალური განვითარება და არა უბრალოდ სატრენინგო პროგრამის ჩატარება.
  • უზრუნველყოს პროგრამის შინაარსის და ჩატარების მეთოდის შესაბამისობა ჩვენი კომპანიის კულტურასა და პროცესებთან.”

სონის ლიდერობის რეგიონული აკადემია წარმოადგენს ბევრჯერ დადასტურებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც ცვლილების პროცესში ნაბიჯ-ნაბიჯ გააცნო ახალგაზრდა ტალანტებს მათ ყოველდღიურ მუშაობაში აუცილებელი ყველა კომპეტენცია. განვითარების 1.5 წლიანმა პროცესმა შესაძლებლობა მისცა მონაწილეებს დაუყოვნებლივ გამოეყენებიანთ მიღებული ცოდნა და უნარები თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში.

პროექტის ეტაპები

ეტაპი 1: დიაგნოსტირება
 – სიღრმისეული ანალიზი

პირველი ფაზა შედგება 360˚ შეფასებისა და Insights Discovery – ზე დაფუძნებულ დიაგნოსტირებაზე. 360˚უკუკავშირი ფოკუსირდება მონაწილეთა ცოდნისა და კომპეტენციების დონის ანალიზზე, ხოლო Insights პიროვნული ეფექტიანობის გამოკითხვა გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას მონაწილეები. ბატონი ვადაში, სონის რეგიონალური დირექტორი ადამიანური რესურსების მართვის დარგში აკადემიის დასასრულს უნარების გაზომვად განვითარებას მოელოდა, რომელიც პროექტის ბოლოს განმეორებითი 360˚ უკუკავშირით გაიზომებოდა.

დიაგნოსტირების ფაზის შედეგებზე დაყრდნობით დეველორის პროდუქტების განვითარების გუნდმა შეუდგინა და მოარგო სასწავლო პროგრამა სონის ტალანტების გუნდს.

ეტაპი 2: პროგრამის ორიენტაცია – პოზიტიური განწყობის შექმნა

მონაწილეებმა და მათმა მენეჯერებმა მიიღეს სიღრმისეული ჯგუფური უკუკავშირი 360˚ შეფასების შედეგებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ჩატარდა მათი დეტალური უკუკავშირის ანგარიშების ინდივიდუალური განხილვის სესიები. უფრო მეტიც, მონაწილეებმა და მათმა მენეჯერებმა მიიღეს პროგრამის მიზნების, განვითარების პროცესის, მათი როლისა და გამოყენებული მეთოდების მკაფიო სურათი.

 ეტაპი 3: სატრენინგო კურსები – რაქტიკული უნარების განვითარება

8 სატრენინგო მოდულის მეშვეობით მონაწილეებმა მიაღწიეს ორგანიზაციული პროცესების გაგების უმაღლეს დონეს, განიცადეს პიროვნული განვითარება ლიდერობის, კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და მართვის სფეროებში. სატრენინგო კურსები ფოკუსირებული იყო შემდეგ სფეროებზე:

  • Insights Discovery – ზე დაფუძნებული ლიდერობის კომუნიკაცია
  • ინტერესის ეფექტური წარმოჩენა
  • Insights Disovery – ზე დაფუძნებული ლიდერული უნარები
  • დასაქმებული მოტივაცია – მართვა მისიით
  • გუნდის ეფექტური ლიდერი
  • მიზნების დასახვა და შესრულებული სამუშოს შეფასება
  • დისკუსია MBM კონცეფციის ფარგლებში
  • ეფექტური შეხვედრების მართვა

შედეგები

შედეგები უდავოდ სანიმუშო და მოწინავეა. გუნდმა ყველა გაზომილი კომპეტენციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა.

პროგრამა სონის ტალანტების, მენეჯერების და კადრების მართვის პროფესიონალების კმაყოფილების უმაღლესი ხარისხით დასრულდა. პირველი წარმატებული პროგრამის შემდეგ, 2012 წელს შემდეგი აკადემია დაიწყო. “პროექტი უამრავ გამოწვევას შეიცავდა, რადგან მონაწილეები სხვადასხვა კულტურებს წარმოადგენდნენ, სხვადასხვაგვარი სწავლის სტილი და განვითარების მიზნები ჰქონდათ. Insights Discovery ანგარიშები ძალიან დაგვეხმარა იმის გაგებაში, თუ რას ანიჭებდნენ მონაწილეები უპირატესობას. ტრენერების გუნდმა მოახერხა ჩაეტარებინა პროგრამა, რომელიც აკმაყოფილებდა უმაღლეს საჭიროებებს და ამასთანავე სპეციფიურ ყურადღებას უთმობდა ინდივიდუალურ საჭიროებებს.” – განაცხადა ადრიენ შერემიმ, დეველორის პროექტების მენეჯერმა.

პროგრამის შედეგები გაიზომა აკადემიის ბოლო ეტაპზე ეფექტურობის შეფასების ღონისძების სახით. პროცესმა შესაძლებელი გახადა განვითარების პროგრამის შედეგების რაოდენობრივი დათვლა. ღონისძება მოიცავდა:

  • ცოდნის ტესტს
  • მონაწილეთა პრეზენტაციებს
  • 360˚ უკუკავშირის განმეორებითი შეფასების შედეგებს.