×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    სამიზნე სეგმენტი

    ყველა რგოლის მენეჯერი

    რამდენი მონაწილე?

    მაქსიმუმ 30 მონაწილე

    რამდენი ხანი გრძელდება?

    1 დღე

    Team Sociomapping®-მა უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა მარსის ექსპერიმენტში. ანალოგიურად დადებითი შედეგები იქნა მიღწეული მის გამოყენებისას ასზე მეტ წარმატებულ ადგილობრივ და მულტინაციონალურ კორპორაციაში.

    ინფორმაციის ნაკადი და თანამშრომლობა არასოდეს არის სრულყოფილი – ამბობენ ბიზნეს ლიდერები და HR მენეჯერები. ეს სფეროები ყოველთვის განვითარებას საჭიროებს. მიმდინარე სიტუაციის და სასურველი ოპტიმალური მდგომარეობის გასაგებად საჭიროა მაღალი სიზუსტის მათემატიკური მეთოდი ამ ურთიერთობების ვიზუალიზაციისთვის.

    Team-sociomapping

    Team Sociomapping® არის უნიკალური და თანამედროვე ინსტრუმენტი სამუშაო გუნდებში კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ერთიანობისა და კოორდინაციის განვითარების და შეფასებისთვის. ის განსაკუთრებით ეფექტურია ტოპ-მენეჯმენტის გუნდებში, მნიშვნელოვან პროექტულ გუნდებში ან თუნდაც მთელი ორგანიზაციის ფარგლებში არსებული ურთიერთობების არსებული და ოპტიმალური მდგომარეობის ანალიზისთვის და შედეგების მრავალ სხვადასხვა ასპექტში წარმოდგენისთვის. მიღებული შედეგები ქმნის საფუძველს ყოვლისმომცველი განვითარების პროგრამის შესაქმნელად.

    Team Sociomapping® ეფუძნება გუნდის წევრების ერთმანეთის მიმართ ჯვარედინ შეფასებას და შეფასებით მსჯელობას. ონლაინ კითხვარს – რომელიც ჩვეულებრივ შეიცავს 4-8 კითხვას – ავსებს გუნდის თითოეული წევრი და აფასებს ერთმანეთთან სამუშაო ურთიერთობებს გარკვეული ასპექტების მიხედვით (მაგალითად კომუნიკაცია ან თანამშრომლობა). კითხვარის შევსებას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება, ხოლო სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია რეალურ დროში სოციომეფინგის გამოყენებაც. ამ შემთხვევაში მონაწილეები კითხვარს ავსებენ უშუალოდ ვორქშოპის დროს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მომზადების დროს და მათ ასევე შეუძლიათ რეალურ დროში დააკვირდნენ რუკების ფორმირების პროცესს.

    მიღებული მონაცემები გამოიყენება რამდენიმე სამგანზომილებიანი სოციორუკის შესაქმნელად, რომლებიც ვიზუალურად აჩვენებს გუნდის მიმდინარე და სასურველ მდგომარეობას კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შერჩეული ასპექტების მიხედვით, მარტივად გასაგები ფორმით. ეს რუკები ხდება გუნდის დინამიკის კვლევის და იმის განხილვის საფუძველი, თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ ყველაზე ეფექტურ გუნდურ თანამშრომლობას.

    ეს არის მოქმედებაზე ორიენტირებული განვითარების მეთოდი და მიღებული შედეგების საფუძველზე შესაძლებელია კონკრეტული ქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელება. პროცესში გუნდის ყველა წევრის ჩართვით თითოეული მათგანი იღებს პასუხისმგებლობას შეთანხმებული ქმედებების შესრულებაზე. ვორქშოპის დროს მონაწილეები განიხილავენ განსხვავებას გუნდის მუშაობის მიმდინარე და სასურველ მოდელს შორის. თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად ყალიბდება ინდივიდუალური, ურთიერთთანამშრომლობის და გუნდის დონეზე სამოქმედო გეგმები. რუკა წარმოადგენს სუბიექტური მოსაზრებების ობიექტურ სურათს, ამიტომ იგი შესანიშნავი საფუძველია გუნდის ეფექტიანობის გასაზრდელად.

    პროდუქტები ამ თემაზე