DEVELOR-ის Key Employee Retention Program წარმოადგენს გრძელვადიან გადაწყვეტას, რომელსაც ერთდროულად აქვს სწრაფი გავლენა გამორჩეულ თანამშრომლებზე. პროგრამა მოიცავს სრულ პროცესს — დაგეგმვას, განხორციელებას, ორგანიზაციასთან შესაბამისობაში მოყვანას და შემდგომ მონიტორინგს — რათა სისტემურად ჩამოყალიბდეს და გრძელვადიანად შენარჩუნდეს.
ამ სტრუქტურირებული და გააზრებული მიდგომის შედეგად, ორგანიზაციას შეუძლია შეინარჩუნოს და გააძლიეროს ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც სწორედ მისი მნიშვნელოვანი თანამშრომლები ქმნიან.
პროგრამა ასევე მიზნად ისახავს ამ თანამშრომლების მოტივაციისა და ჩართულობის ზრდას, ცოდნის ეფექტურ გადაცემას გუნდში და მემკვიდრეობის (succession) გეგმების შექმნას. ეს ყველაფერი ამცირებს იმ ბიზნეს რისკებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მნიშვნელოვანი თანამშრომლის ორგანიზაციიდან წასვლის შემთხვევაში.