×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    იმოქმედე agile მიდგომით

    ვხედავთ, რომ კომპანიები დიდ დროსა და რესურსს ხარჯავენ agile პრაქტიკების დანერგვაზე, scrum master-ების გადამზადებასა და agile ქოუჩების დაქირავებაზე. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, agile ტრანსფორმაციების უმეტესობა ვერ ქმნის იმ რეალურ შესაძლებლობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — სწრაფად და ეფექტურად მოერგოს ცვალებად გარემოს. ხშირად ყურადღების მიღმა რჩება მთავარი: ადამიანების მზადება ახალი როლებისთვის, გამოწვევებისთვის და საჭირო უნარებისთვის.

    ორგანიზაცია, გუნდი ან ინდივიდი არ ხდება agile მხოლოდ კურსის ან პროგრამის დასრულებით. ეს ხდება მაშინ, როცა ისინი ყოველდღიურ მუშაობაში იწყებენ agile პრინციპების რეალურ გამოყენებას. სწორედ ამიტომ ბევრი კომპანია რჩება მხოლოდ agile-ის ფორმალურად შესრულების დონეზე და ვერ გადადის რეალურად agile მიდგომით მოქმედებაზე.

    მთავარი გზავნილი 1

    ახალ მიდგომას ახალი აზროვნება სჭირდება

    ჩვენ ვცხოვრობთ VUCA (ცვალებადი, გაურკვეველი, რთული და მრავალმნიშვნელოვანი) სამყაროში და ამას ყოველდღიურად ვგრძნობთ ჩვენს ირგვლივ.

    მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ agile მიდგომა უბრალოდ მოდური ტენდენცია არ არის – ეს ერთ-ერთი გზაა იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც ასეთ არასტაბილურ გარემოში გვხვდება.

    ამ გააზრებას დიდი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლებში agile ტრანსფორმაციის მიმართ წინააღმდეგობის დასაძლევად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორგანიზაციაში ცვლილებების მიმართ ზოგადი სიფრთხილე ან წინააღმდეგობა არსებობს.

    იმისთვის, რომ კომპანიებს დავეხმაროთ ამ ცვლილების დაწყებაში და სწორი აზროვნების ჩამოყალიბებაში, ვთავაზობთ ინტერაქტიულ, თამაშზე დაფუძნებულ პროგრამას – VUCA Challenge.

    პროგრამის ფარგლებში მონაწილეები:

    უკეთ იგებენ VUCA გარემოს გამოწვევებს;

    სწავლობენ ამ გამოწვევებთან გამკლავების პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და მეთოდებს;

    ავითარებენ გუნდურ და ინდივიდუალურ ჩვევებს, რომლებიც ეფუძნება agile მიდგომას.

    მთავარი გზავნილი 2

    შესაძლებელია ერთდროულად გამოიყენო agile და ტრადიციული მიდგომები?

    agile მიდგომა და პროექტების agile მართვა სულ უფრო პოპულარული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ის თავდაპირველად IT სფეროში გაჩნდა, დღეს უკვე ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში.

    თუმცა, agile არ არის უნივერსალური გადაწყვეტა ყველა კომპანიისთვის და ყველა პროცესისთვის. მისი ბრმად დანერგვა ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს.

    ბევრი ორგანიზაციისთვის უფრო ეფექტურია შეინარჩუნოს არსებული, ტრადიციული მუშაობის მოდელი და პარალელურად გამოიყენოს agile იქ, სადაც ის რეალურ ღირებულებას ქმნის.

    ამისათვის მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვრა — რომელ სფეროებში აქვს აზრი agile პრაქტიკების გამოყენებას და როგორ უნდა იმუშაონ ადამიანებმა გარემოში, სადაც ტრადიციული და agile მიდგომები ერთდროულად თანაარსებობს.

    მთავარი გზავნილი 3

    იმუშავეთ Learning Architect-თან ერთად

    თითოეული blended learning პროგრამა უნიკალურია. მისი სტრუქტურა და შინაარსი განისაზღვრება არა მხოლოდ კლიენტის საჭიროებებითა და მონაწილეთა პრეფერენციებით, არამედ ტექნიკური შესაძლებლობებითა და შეზღუდვებითაც.

    სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა გზითა და მეთოდით — სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მათ შორის ყველაზე შესაბამისის შერჩევა. მრავალფეროვანი სასწავლო მიდგომებისა და ინსტრუმენტების არჩევანი ხშირად ართულებს გადაწყვეტილების მიღებას.

    ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ Learning Architect-ები. DEVELOR-ის Learning Architect-ები აანალიზებენ საჭიროებებს, ითვალისწინებენ ყველა მნიშვნელოვან ფაქტორს და ქმნიან თქვენზე მორგებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც თითოეულ შემთხვევაში უნიკალურ გამოცდილებად იქცევა.

    ჩვენი სერვისები ამ მიმართულებით

    ამ თემასთან დაკავშირებული სტატიები