ყველა რგოლის ლიდერი
8 - 12
1,5 დღე
სიმამაცის მნიშვნელობა და აღქმა ხშირად ბუნდოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბიზნეს ლიდერებს ეხება. სიმამაცე შეიძლება უკავშირდებოდეს დაუფიქრებელ მოლოდინებს, ღრმა პირად შიშებს ან უხილავ წნეხს. ერთ-ერთი მთავარი კითხვა ასეთია: შესაძლებელია თუ არა სიმამაცის სწავლა და განვითარება?
პროგრამა ლიდერულ სიმამაცეს განიხილავს როგორც განვითარებად უნარს. თუმცა სიმამაცე ერთგანზომილებიანი კომპეტენცია არ არის. მისი მრავალმხრივი ბუნება აღწერილია Leadership Courage Octagon© მოდელში, რომელიც ერთდროულად აჩვენებს იმ სფეროებს, სადაც ლიდერული სიმამაცე ვლინდება, და წარმოადგენს პრაქტიკულ თვითშეფასების ინსტრუმენტსაც.

ტრენინგი იწყება ლიდერული სიმამაცის კონცეფციის სიღრმისეული გააზრებით – რას ნიშნავს რეალურად სიმამაცე ლიდერის როლში და როგორ შეიძლება შიშებთან კონსტრუქციულად გამკლავება. პროგრამის განმავლობაში მონაწილეები აცნობიერებენ იმ რვა სფეროს, სადაც სიმამაცე შეიძლება გამოიხატოს ლიდერის საქმიანობაში, და იაზრებენ ფსიქოლოგიური უსაფრთხოების მნიშვნელობას ორგანიზაციაში. პრაქტიკულ ნაწილში ლიდერები იწყებენ ნაბიჯების გადადგმას „სიმამაცის კულტურის” შექმნის მიმართულებით – ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ადამიანები გაბედულად აზიარებენ იდეებს, იღებენ პასუხისმგებლობას და სწავლობენ შეცდომებზე.
კურსის მიზნები
თემები