×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    სამიზნე სეგმენტი

    ყველა მენეჯერი და თანამშრომელი, ვისაც სურს განვითარება და სწავლა

    რამდენი მონაწილე?

    8 - 12

    რამდენი ხანი გრძელდება?

    1 დღე

    დღეს ხშირად გვესმის, რომ გვინდა განვითარება და წინსვლა. თუმცა ახალი რამის სწავლა მოითხოვს გაურკვეველთან და უცნობთან გახსნილობას, დამატებით ძალისხმევას და იმ ფაქტის მიღებას, რომ სწავლის პროცესში შეიძლება დროებით თავს არაკომპეტენტურად და დაუცველად ვგრძნობდეთ. ამ სირთულეების მიღება დიდწილად ჩვენს დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული. კითხვა კი ასეთია – როგორ შევქმნათ უფრო კონსტრუქციული დამოკიდებულება? ყველაფერი ჩვენს აზროვნების ტიპზეა დამოკიდებული – გვჯერა თუ არა, რომ შეგვიძლია სწავლა და განვითარება, თუ ვფიქრობთ, რომ ჩვენი უნარები და თვისებები ფიქსირებული და უცვლელია.

    ინტელექტი და პიროვნული თვისებები არ არის უცვლელი მოცემულობა – მათი განვითარება შესაძლებელია. ვორქშოპი ეფუძნება იდეას, რომ ჩვენი ტვინის უნარი სწავლასა და პრობლემების გადაჭრაში შეიძლება გაიზარდოს – თუ შეგნებულად ვცვლით ჩვენს რწმენებს, დამოკიდებულებებს და ვავარჯიშებთ შესაბამის აზროვნებას.

    Growth mindset

    „ფიქსირებული” და „ზრდაზე ორიენტირებული” აზროვნების თეორია ეხმარება მენეჯერებსა და თანამშრომლებს გააცნობიერონ, რომ საკუთარი თავის მიმართ არსებული წარმოდგენა პირდაპირ გავლენას ახდენს მათ შედეგებზე და განვითარებაზე. ვორქშოპის განმავლობაში მონაწილეები სწავლობენ, როგორ ამოიცნონ ფიქსირებული აზროვნების ნიშნები, როგორ დაარღვიონ ეს მიდგომა და როგორ განავითარონ ბიზნეს სიმამაცე და პოზიტიური დამოკიდებულება.

    კურსის მიზნები

    • საკუთარი და სხვების ზრდაზე ორიენტირებული და ფიქსირებული აზროვნების ამოცნობა
    • საკუთარი ძლიერი მხარეებისა და მოტივატორების გააზრება და მათი გამოყენება
    • ზრდის აზროვნებაზე გადასვლა და მისი შენარჩუნება; სხვების მხარდაჭერა ზრდის აზროვნების განვითარებაში – სამუშაოსა და პირად გარემოში
    • საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენება და უფრო მაღალი მიზნების მიღწევა
    • სამუშაო პროცესით სიამოვნების მიღება და პირადი კმაყოფილების ზრდა

    თემები

    • როლური მოდელები და შთამაგონებელი მაგალითები
    • ზრდის და ფიქსირებული აზროვნების კონცეფცია
    • პირადი მემკვიდრეობა და გავლენა
    • ძირითადი მამოძრავებელი ძალები და მოტივატორები
    • ფიქსირებული აზროვნებიდან ზრდის აზროვნებაზე გადასვლის გზები
    • ზრდის აზროვნების მხარდაჭერა ორგანიზაციაში

    პროდუქტები ამ თემაზე