ჩვენი ლიდერობის სტილი ასახავს ჩვენს ფერად ენერგიებს. ოთხივე ფერის ენერგიის გამოყენების უნარი ლიდერისთვის ხშირად გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. თუმცა, როგორც წესი, ადამიანები საკუთარი პიროვნული პრეფერენციების მიხედვით ერთ კონკრეტულ ლიდერულ სტილში „იჭედებიან”.
ჩვენი ახალი ლიდერობის ეფექტიანობის პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ გააგრძელოს უკვე დაწყებული Insights-ის ფერადი განვითარების გზა. პროგრამა ეხმარება ლიდერებს განსაზღვრონ და უკეთ გააცნობიერონ საკუთარი ლიდერობის სტილი, უფრო ცნობიერად მიუდგნენ საკუთარ როლს, მოტივაციასა და მიზნებს, და მიიღონ ეფექტური ინსტრუმენტები ადამიანების მოტივირებისა და შთაგონებისთვის.

Insights Colorful Leadership გულისხმობს ოთხივე ფერის ენერგიის ინტეგრაციას როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების ლიდერობაში. პროგრამის განმავლობაში ლიდერები გადიან ოთხი ფერის ენერგიისა და ლიდერობის რვა განზომილების სიღრმისეულ და ინსპირაციულ კვლევას. ეს მათ საშუალებას აძლევს შეაფასონ საკუთარი ეფექტიანობა თითოეულ მიმართულებაში და შეიმუშაონ გამოცდილი სტრატეგიები მუდმივი და ღრმა პიროვნული განვითარებისათვის.
პროგრამა ასევე ეხება ბალანსს „ჩვენს ამოცანებსა” – სამუშაოს შესრულებასა და შედეგების მიღწევას – და „ჩვენს ადამიანურ ურთიერთობებს” შორის, ანუ იმას, თუ როგორ ვიყოთ ავთენტური ადამიანები სხვებთან ურთიერთობაში.
კურსის მიზნები
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: უკეთ გაიგონ საკუთარი მოტივები, ლიდერობის სტილი და კომპეტენციები, ლიდერული კომუნიკაცია მოარგონ სხვადასხვა სიტუაციასა და თანამშრომლების საჭიროებებს, ეფექტურად მართონ და მოტივაცია გაუზარდონ როგორც საკუთარ თავს, ასევე საკუთარ გუნდს მაღალი შედეგების მისაღწევად.
თემები
- ლიდერული ცნობიერება და ლიდერის როლის გააზრება
- ლიდერობის ასპექტები და თვისებები და როგორ ვლინდება მათში ოთხი ფერის ენერგია
- ლიდერობის ძლიერი მხარეები და მათი „მეორე მხარე”
- ლიდერობის ოთხი გამოვლენა
- ეფექტური ლიდერობის ელემენტები და კომპეტენციები
- პირადი მართვისა და გადაწყვეტილების მიღების სტილი
- ლიდერობის ძირითადი მოტივატორები და ბლოკერები
- Force-field ანალიზი – მამოძრავებელი და შემზღუდავი ძალების შესწავლა
- ადაპტაციისა და კომუნიკაციის სტრატეგიები ლიდერობის ეფექტიანობის გასაზრდელად