სხვებზე გავლენის მოხდენისა და მათ ქმედებაზე დაყოლიების უნარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპეტენციაა ბიზნესის ყველა მიმართულებაში – იქნება ეს შიდა თუ გარე მოლაპარაკება, გაყიდვები, დამაჯერებელი პრეზენტაცია, ახალი იდეის წარდგენა, მხარდაჭერის მოპოვება თუ ინიციატივის „buy-in”-ის მიღწევა.
ჩვენი კომუნიკაციითა და ქცევით გავლენას ნებისმიერ შემთხვევაში ვახდენთ – მაშინაც კი, როცა ამას მიზნად არ ვისახავთ. ამიტომ სჯობს, ეს გავლენა შეგნებულად შევქმნათ. მთავარი კითხვა კი ასეთია: როგორ მოვახდინოთ გავლენა ეთიკურად და ეფექტურად, ისე რომ მივაღწიოთ მიზნებს win-win მიდგომით და მანიპულაციის გარეშე?
კურსი ასწავლის მონაწილეებს, როგორ გახადონ საკუთარი პრეზენტაციები და მოლაპარაკების არგუმენტები უფრო მიმზიდველი და ემოციურად ჩართული, რათა მოიპოვონ პარტნიორების თანხმობა და თანამშრომლობის სურვილი. ასევე ზრდის ცნობიერებას იმ ფაქტორების მიმართ, რომლებიც ადამიანების გადაწყვეტილებებზე ხშირად ქვეცნობიერად მოქმედებს.

ფოკუსი კეთდება გავლენისა და დამაჯერებელი პრეზენტაციის ძირეულ პრინციპებზე, თუმცა ასევე განიხილება თვითშეფასებისა და თვითღირებულების როლი – როგორ ქმნის ეს ელემენტები საუბრის ატმოსფეროს და როგორ შეგვიძლია პარტნიორის დარწმუნება ისე, რომ მისი ძირითადი საჭიროებებიც დაკმაყოფილდეს.
კურსის მიზნები
- კომუნიკაციით მოახდინონ გავლენა და შექმნან ძლიერი ეფექტი
- შექმნან და წარადგინონ დამაჯერებელი პრეზენტაციები ეფექტურად
- ეფექტურად დაარწმუნონ სხვები დისკუსიებსა და მოლაპარაკებებში
- ამოიცნონ და შეგნებულად გამოიყენონ გავლენის ტექნიკები
- გაარჩიონ და მართონ მანიპულაციის შემთხვევები
თემები
- არისტოტელეს დამაჯერებლობის სამი საყრდენი
- H
- იდეის სწორად სტრუქტურირებული პრეზენტაციით „გაყიდვის” მეთოდები
- თვითღირებულების კონცეფცია და მისი გავლენა კომუნიკაციის ატმოსფეროზე
- მხარდაჭერის მოპოვების გზები განსხვავებული ინტერესების პირობებში
- ჩიალდინის გავლენის ექვსი პრინციპის შესწავლა და პრაქტიკა
- მანიპულაციის გარჩევისა და მართვის მიდგომები