×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    სამიზნე სეგმენტი

    ნებისმიერი რანგის ლიდერებისთვის

    რამდენი მონაწილე?

    რამდენი ხანი გრძელდება?

    დამკვეთის სურვილის მიხედვით

    ქოუჩინგი ჩვენი მიდგომით ხელს უწყობს პროფესიული როლის განვითარებას და წარმოადგენს პრაქტიკაზე დაფუძნებულ განვითარების პროცესს, რომლის მიზანია პროფესიულ როლში განვითარების ხელშეწყობა და მისი შენარჩუნება. იგი ფოკუსირებულია როლების დაზუსტებასა და გაძლიერებაზე და იმ კომპეტენციების განვითარებაზე, რომლებიც ამ როლებისთვის არის საჭირო. იგი ამზადებს ქოუჩინგის პარტნიორს ამოცანებისა და სწავლის სხვადასხვა ეტაპებისთვის. ქოუჩინგი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი პროცესი ან მეთოდი, რომელიც მხარს უჭერს ნებისმიერი ტრენინგის შემდგომ ნაბიჯებსა და განხორციელებას განსაკუთრებული ეფექტიანობით და გრძელვადიანი შედეგით. მაშინ როდესაც ტრენინგის დროს მონაწილეების ყურადღება მიმართულია ცოდნის მიღებასა და ახალი კომპეტენციების განვითარებაზე, რაც ტრენერისგან ჯგუფზე გადაცემის გზით ხდება, ქოუჩინგის შემთხვევაში (დამოუკიდებელი პროცესის გამოყენებისას) პროცესის ხარისხი და წარმატება პირველ რიგში დამოკიდებულია ქოუჩის მონაწილეს მოტივაციასა და მზადყოფნაზე, რომ სიღრმისეულად იმუშაოს იმ საკითხებზე, რომლებიც თავად წამოჭრა, და იმაზე, თუ რას „მოაქვს პროცესში”.

    ქოუჩის ამოცანაა დაეხმაროს მონაწილეებს გაამაღლონ საკუთარი ცნობიერების დონე განსახილველ პრობლემებთან დაკავშირებით, დაეხმაროს მათ სიტუაციების ახალი და განსხვავებული კუთხით დანახვაში და ინდივიდუალურად მორგებული პროცესის საშუალებით, პროფესიონალურად წარმართული ძლიერი კითხვებითა და აქტიური მოსმენით, მონაწილეებმა აღმოაჩინონ საკუთარი შინაგანი რესურსები კონკრეტული პრობლემის სწორი გადაწყვეტის საპოვნელად.

    ჩვენ წინასწარ ვამზადებთ ქოუჩინგის მეთოდებისა და აქტივობების გეგმას; თუმცა საბოლოო ფორმატი უმეტეს შემთხვევაში ადგილზე ზუსტდება ქოუჩის მონაწილეს რეალური მდგომარეობის, ენერგიისა და მოტივაციის დონის შესაბამისად. ინდივიდუალური ქოუჩინგის დროს ყველაზე ხშირად ვიყენებთ შემდეგ მეთოდებს:

    GROW ქოუჩინგის მოდელი

    ჩვენ გთავაზობთ კლასიკური GROW მოდელის გამოყენებას ძირითად ჩარჩოდ, რაც გულისხმობს, რომ მთელი პროცესისა და სესიების განმავლობაში განისაზღვრება მიზნები (GOAL), ხდება მიმდინარე რეალობის გააზრება (REALITY), განიხილება შესაძლო ვარიანტები და დაბრკოლებები (OPTIONS) და საბოლოოდ ფორმდება მოქმედებების შეჯამება (WRAP-UP), რომლებზეც მონაწილე იღებს ვალდებულებას. ეს არის მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტიანი და ძლიერი პროცესი სასურველი შედეგის მისაღწევად.

    გადაწყვეტილებაზე ორიენტირებული ქოუჩინგი

    მოკლე და მცირე რაოდენობის ინტერვენციების შემთხვევაში, და მაშინ, როდესაც შესაძლებელია ქოუჩის მონაწილეებთან რეალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე და კონკრეტულ შემთხვევებზე მუშაობა, ეს მიდგომა განსაკუთრებით ეფექტიანია, რადგან ის ცდილობს მიაღწიოს „მაქსიმალურ ეფექტს მინიმალური ძალისხმევით”.

    დამოკიდებულების ჩამოყალიბების თეორიული მოდული

    ქოუჩინგის სესიები, როგორც წესი, არ მოიცავს თეორიულ ნაწილს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ჰქონდეს — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა ისეთი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რომელიც ხელს უწყობს განვითარებას. მიზანი არ არის ინდივიდისთვის იმის თქმა, რა უნდა გააკეთოს; მიზანია მისი აზროვნების გახსნა იმის გააზრებაზე, რამდენად მნიშვნელოვანი და გავლენიანია მისი მენტალური დამოკიდებულება და როგორ შეუძლია განავითაროს ზრდის აზროვნება (Growth mindset), რათა გააძლიეროს საკუთარი ადაპტაციის უნარი სხვადასხვა სიტუაციაში. ეს იქნება ძირითადი პარადიგმა ალტერნატიული გადაწყვეტილებების განხილვისას.

    სტრუქტურირებული ბრეინსტორმინგი

    ქოუჩის ამოცანაა დაეხმაროს ინდივიდს მრავალი განსხვავებული ალტერნატიული გადაწყვეტის მოძიებაში სტრუქტურირებული კითხვების გამოყენებით წარმართული ბრეინსტორმინგის სესიის მეშვეობით. პროცესი ჩვეულებრივ იწყება უფრო გავრცელებული იდეების ჩამოთვლით და შემდეგ გრძელდება სხვა შესაძლებლობების განხილვით, რომლებიც თავიდან შეიძლება არარეალისტურად ჩანდეს, თუმცა ხშირად სწორედ ისინი წარმოშობს ახალ იდეებს. ამ ეტაპის მიზანია უზრუნველყოს არჩევანის ფართო სპექტრი. ამის შემდეგ ქოუჩი ეხმარება ინდივიდს შეგროვებული იდეების შეფასებაში.

    სამოქმედო გეგმა

    ჩვენ ვახალისებთ მონაწილეებს შექმნან ძალიან კონკრეტული SMART გეგმა — კონკრეტული, გაზომვადი, მოქმედებაზე ორიენტირებული, რეალისტური და დროში განსაზღვრული — იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელებენ დაგეგმილ გადაწყვეტას. ეს აყალიბებს პასუხისმგებლობას და ხელს უწყობს მათი მოქმედებების სტრუქტურირებულ და გააზრებულ განხორციელებას. ჩვენ ყოველთვის ვამყარებთ ამ პროცესს იმ სარგებლის ხაზგასმით, რომელსაც ეს ცვლილება მოუტანს ინდივიდს, რათა შევინარჩუნოთ მისი ჩართულობა და ენერგიის მაღალი დონე.

    ჩვენი ქოუჩინგის სესიების უმეტესობა ეფუძნება ინდივიდუალურ დიაგნოსტიკურ ინსტრუმენტებს, როგორიცაა 360º შეფასება, განვითარების ცენტრის შედეგები, Insights® Discovery პიროვნული ანგარიში ან სხვა კომპეტენციების ტესტები.

    ქოუჩის კანდიდატები Develor-ში გადიან სპეციალურად შექმნილ, სტანდარტიზებულ და მრავალეტაპიან შერჩევის პროცესს, რომელიც ეფუძნება ქოუჩინგსა და განხორციელების მხარდაჭერის ქოუჩინგს. პოტენციური ექსპერტები — რომელთაგანაც ვარჩევთ იმ ქოუჩებს, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამებიან კონკრეტული UNHCR პროექტის მოთხოვნებს — მონაწილეობენ საბაზისო ინდუქციის ტრენინგში, რომელიც წარმოადგენს 6-თვიანი ინდუქციის პროგრამის პირველ ნაწილს. ინდუქციის ტრენინგი კვლავაც შერჩევის პროცესის ნაწილია. კომპლექსური სერტიფიცირების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კანდიდატს სთავაზობენ ექსკლუზიურ გრძელვადიან თანამშრომლობას Develor-თან. Develor-ის პროფესიონალებს შეუძლიათ ნებისმიერი პროგრამის ან ქოუჩინგის მიწოდება როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური კლიენტებისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი სრულად დააკმაყოფილებენ წინასწარ განსაზღვრულ მიწოდების და ხარისხის სტანდარტებს, დაგეგმილ ვადებსა და სტანდარტულ დოკუმენტაციას.

    პროდუქტები ამ თემაზე