×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    სამიზნე სეგმენტი

    ფიზიკური შრომის თანამშრომლების პირველი ხაზის მენეჯერები

    რამდენი მონაწილე?

    8 - 12

    რამდენი ხანი გრძელდება?

    7,5 დღე

    მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ლიდერების, სუპერვაიზერების ან ცვლის მენეჯერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა საკუთარი თავისა და გუნდის მაქსიმალური პოტენციალის გამოყენება, ხშირ შემთხვევაში სწორედ მათი მაღალი პროფესიული ექსპერტიზა არის ის ფაქტორი, რომელიც მათ თანამშრომლებისგან გამოარჩევს და პირველ ხაზზე მენეჯერულ პოზიციაზე აყენებს. თუმცა მათ ხშირად აკლიათ ლიდერობის უნარებში გამოცდილება.

    ამიტომ DEVELOR-ის MasterShiftManager Program-ის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი არის – მათი ძლიერი ტექნიკური ცოდნის გარდა – ცვლის მენეჯერებს ლიდერობის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებაში თავდაჯერებულობის განვითარება. პროგრამა მათ ეხმარება შეიძინონ პრაქტიკული და მარტივად გამოსაყენებელი ლიდერობის ტექნიკები, რომლებიც გავლენას ახდენს როგორც საკუთარ, ასევე მათი გუნდის ეფექტურ მუშაობაზე და საშუალებას აძლევს მათ გახდნენ წარმატებული ლიდერები, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც მათ პასუხისმგებლობა ეკისრებათ თანამშრომლების დიდ რაოდენობაზე. DEVELOR-ის MasterShiftManager Program არ არის ერთი ტრენინგი ან ტრენინგების სერია. ეს არის გააზრებულად შექმნილი განვითარების პროცესი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ტრენინგის, ქოუჩინგისა და ვორქშოპის მეთოდოლოგიას, რათა ლიდერობის უნარების განვითარებაში მაქსიმალური ეფექტიანობა მიიღწეს.

    MasterShiftManager program

    პროგრამის განსაკუთრებული მახასიათებლები

    • პროგრამა სპეციალურად შექმნილია საწარმოო კომპანიების პირველ ხაზზე მყოფი მენეჯერებისთვის, მათი ყოველდღიური სამუშაო გამოწვევების გათვალისწინებით
    • განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უშუალო ხელმძღვანელების ჩართულობას, რათა მკაფიოდ განისაზღვროს მოლოდინები, გაიზარდოს ჩართულობა და მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იყოს როგორც პროგრამის მიმდინარეობისას, ასევე მისი დასრულების შემდეგ
    • განვითარების კომპლექსური პროცესი, სადაც პროგრამის ელემენტები შეგნებულად არის ერთმანეთზე აგებული ეფექტიანობის გასაზრდელად
    • სხვადასხვა განვითარების მეთოდოლოგიის კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს ქცევისა და დამოკიდებულებების რეალურ ცვლილებას
    • პროგრამა ეფუძნება 2000-ზე მეტ ტრენინგ დღესა და 150-ზე მეტ საწარმოო კომპანიაში მიღებულ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას

    კურსის მიზნები

    • ცვლის მენეჯერის როლის გააზრება და მიღება
    • ორგანიზაციული ინტერესების წარმოდგენა სწორი კომუნიკაციის გზით
    • გუნდში არსებული კონფლიქტების მართვა
    • კოლეგების მოტივაცია
    • სხვადასხვა ლიდერობის სტილის გამოყენება
    • უკუკავშირის კონსტრუქციულად მიცემა

    თემები

    • მენეჯერული ორიენტაცია (0.5 დღე)
    • მონაწილეთა ორიენტაცია (0.5 დღე)
    • Master Mindset ვორქშოპი (1 დღე)
    • ადამიანური ურთიერთობების ტრენინგი (2 დღე)
    • ლიდერობის არსის ტრენინგი (2 დღე)
    • ლიდერობის ეფექტიანობის კონსულტაცია (1 დღე)
    • Follow-up (შემდგომი მხარდაჭერა) (0.5 დღე)

    პროდუქტები ამ თემაზე