×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    სამიზნე სეგმენტი

    დეპარტამენტებად / პოზიციებად დაჯგუფებული თანამშრომლები

    რამდენი მონაწილე?

    დეპარტამენტის ზომის მიხედვით

    რამდენი ხანი გრძელდება?

    შევსებას ჭირდება 10-წამზე ნაკლები

    თანამშრომელთა ჩართულობის გაზომვა ახალი მიდგომა არ არის. იგი უკვე დიდი ხანია გამოიყენება პასუხისმგებლიანი და პროგრესულად მოაზროვნე კომპანიების პრაქტიკაში. უმეტეს შემთხვევაში ასეთი კვლევები ტარდება სტანდარტიზებული, საკმაოდ გრძელი და კომპლექსური კითხვარების საშუალებით. დღეს კი სულ უფრო იზრდება მოთხოვნა თანამშრომლების განწყობისა და ზოგადი კეთილდღეობის შესახებ სწრაფი, მარტივი და რეგულარული უკუკავშირის მიღებაზე. სწორედ ამას ემსახურება პროგრამა „კეთილდღეობა სამსახურში”, რომელიც არის ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც ორგანიზაციაში თანამშრომლების კეთილდღეობისა და სტრესის დონეს მარტივად და ეფექტურად ზომავს.

    პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ: რამდენად ხშირად გაიგზავნოს გამოკითხვა, რა კითხვებს შეიცავდეს იგი. შემდეგ სისტემა ავტომატურად აგზავნის კითხვარებს თანამშრომლებთან ელფოსტის ან SMS-ის საშუალებით. თუ სისტემამ ნეგატიური ტენდენციები დააფიქსირა, ავტომატურად მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას. გამოკითხვის შედეგები წარმოდგენილია კვირის ან თვის ჭრილში და შესაძლებელია მათი გაფილტვრა ორგანიზაციის სხვადასხვა ჯგუფის მიხედვით.

    Happy At Work

    კითხვარი შექმნილია ისე, რომ შესაძლებელი იყოს რესპონდენტებისთვის უკუკავშირის დაბრუნებაც – მაგალითად: ინსპირაციული ციტატების, საინტერესო ფაქტების, ან მსუბუქი იუმორის გაზიარებით. გარდა ამისა, ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს მენეჯერებს ანონიმურად დაიწყონ დიალოგი თანამშრომლებთან, რაც შესაძლებელს ხდის პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და გაუმჯობესებას.

    • მოკლე და მარტივი ონლაინ კითხვარი (პასუხისთვის საჭიროა დაახლოებით 10 წამი)
    • სწრაფი, მარტივი და ანონიმური უკუკავშირი
    • წინასწარ განსაზღვრული შინაარსი და გამოკითხვის სიხშირე
    • კონკრეტული ჯგუფებისთვის „pulse survey” კითხვების დამატების შესაძლებლობა
    • ყოველკვირეული, ორ კვირაში ერთხელ ან ყოველთვიური გუნდის ანგარიშები
    • პროგრესის მონიტორინგი და განხორციელებული ქმედებების შედეგების შეფასება
    • ავტომატური გაფრთხილების სისტემა ნეგატიური ტენდენციების შემთხვევაში
    • ანონიმური ჩატის ფუნქცია თანამშრომლებსა და მენეჯერებს შორის
    • ტექნოლოგიურად სრულყოფილი სისტემა, რომელიც სრულად შეესაბამება GDPR-ის ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს

    პროდუქტები ამ თემაზე