×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    სამიზნე სეგმენტი

    ნებისმიერი რანგის ლიდერები

    რამდენი მონაწილე?

    12 - 15

    რამდენი ხანი გრძელდება?

    1 დღე

    როდესაც არცერთი ძველი მეთოდი არ მუშაობს – როგორ ახერხებენ ლიდერები და თანამშრომლები მათი მოვალეობების შესრულებას ასეთ გარემოში?

    ნამდვილ ისტორიაზე დაყრდნობით, ტრენინგი გთავაზობთ ძალიან აზარტულ და სახალისო თამაშის მიდგომას VUCA სამყაროს განცდისთვის და იმ ტექნიკების სწავლისთვის, რომელიც გარემოს მიერ შექმნილი გამოწვევების დაძლევაში გვეხმარება.

    ტრენინგის დროს, მონაწილეები არიან კრიზისულ სიტუაციაში, რომელიც არის VUCA სამყაროს მახასიათებლების სიმულაცია. მათ უნდა სულ დაგეგმონ, აღასრულონ და გადახედონ საკუთარ აქტივობებს, ადაპტირდნენ მოულოდნელი მოვლენების მიმართ და ამავდროულად ახსოვდეთ მომხმარებლის კმაყოფილება. მეტიც, წარმატების მისაღწევად, მათ არა მხოლოდ თავის გუნდებთან უნდა იმუშაონ, არამედ დაანგრიონ სილოსური აზროვნება და ითანამშრომლონ სხვა გუნდებთანაც.

    VUCA Mindset - smoke over Europe

    სარგებელი მონაწილეებისთვის:

    • გამოცდიან და განავითარებენ გუნდურ მუშაობას VUCA გარემოში
    • გუნდებს შორის თანამშრომლობის სარგებელს გაიაზრებენ და დაძლევენ სილოსურ აზროვნებას ორგანიზაციაში
    • გაზიარებული ლიდერობის გამოცდილებით სწავლა
    • მომენტალური უკუკავშირის გაცემა და მიღება
    • აჯაილ სამყაროს ახალი ინსტრუმენტების აღმოჩენა და ექსპერიმენტირება
    • გუნდში და გუნდებს შორის ეჯაილ აზროვნების და კულტურის დანერგვა
    • კარგად გართობა!

    პროგრამის მიზანი

    • VUCA სამყაროს გამოწვევების გამოცდა და გაგება
    • ამ გამოწვეევბის დაძლევის სწავლა სხვადასხვა ტექნიკებით და პრაქტიკებით
    • გუნდური და ინდივიდუალური ქცევების იმ ახლებური ეჯაილ მიდგომების გამოცდა

    თემები

    • VUCA სამყაროს არსის და გამოწვევების გაგება
    • VUCA პრაიმ მოდელი – პასუხი VUCA სამყაროს გამოწვევებზე
    • VUCA გამოწვევა – თამაში, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე
    • ხედვის შექმნა – ფოკუსი დამარწმუნებელ კომუნიკაციაზე
    • მკაფიო გაგება – ფოკუსი აქტიურ მოსმენაზე, კითხვების დასმაზე, გაძლიერებაზე
    • სიცხადის უზრუნველყოფა – ფოკუსი გადაუდებელ უკუკავშირზე
    • მოქნილობის გაზრდა – ეჯაილ ინსტრუმენტების და რუტინების სწავლა (რეტროსპექციული შეხვედრები, დროის ჩარჩოები (Time Boxing), კანბანის დაფა და ა.შ.)
    • განხორციელების მხარდაჭერა და ქმედებების დაგეგმარება

    პროდუქტები ამ თემაზე