გაძლიერება (Empowerment) პოპულარული ტერმინი გახდა ლიდერობაში, თუმცა არც ისე ბევრმა ლიდერმა იცის, რა იგულისხმება მასში და კიდევ უფრო ცოტა იყენებს მას პრაქტიკაში.
ეს გაურკვევლობა და მკაფიო გზამკვლევების ნაკლებობა ხშირად გვაფერხებს ამ მიდგომის გამოყენებაში, თუმცა ის ორგანიზაციისთვის შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. სწორედ ეს შეიძლება გახდეს ის განსხვავება, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს სხვებისგან გამოირჩნენ.
Empowerment-ის სარგებელი ფართოდ არის ცნობილი: გაძლიერებული თანამშრომლები კარგად აცნობიერებენ, რა მოეთხოვებათ მათგან, იციან როგორ უკავშირდება მათი შესრულება კომპანიის წარმატებას და პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ სამუშაოზე გადაწყვეტილებების მიღებისას. მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? როგორ გავაძლიეროთ თანამშრომლები – და საერთოდ, შესაძლებელია ეს? რაც ნამდვილად შეგვიძლია გავაკეთოთ, არის საკუთარი თვითგაძლიერების (self-empowerment) განვითარება და საკუთარი მაგალითით ისეთი კულტურის ჩამოყალიბებაში დახმარება, რომელიც თანამშრომლების გაძლიერებას უწყობს ხელს.

პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ მონაწილეებმა სიღრმისეულად გაიგონ, რა სარგებელი მოაქვს empowerment-ს როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე ინდივიდებისთვის, და როგორ შეუძლია ლიდერს შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ხელს უწყობს, შესაძლებელს ხდის და მხარს უჭერს თანამშრომლების გაძლიერებას. ჩვენ ასევე განვიხილავთ ლიდერობის იმ მიდგომებს, პასუხისმგებლობებსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც რეალურად ეხმარება ასეთი გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას.
კურსის მიზნები
- გაძლიერების მნიშვნელობისა და მისი სარგებლის გააზრება ორგანიზაციისთვის
- საკუთარი თვითგაძლიერების განვითარების მიდგომის ჩამოყალიბება და გაძლიერებაზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს შექმნა
თემები
- რა არის empowerment და რა არ არის
- ყველა დაინტერესებული მხარის (stakeholders) შესაძლო შეშფოთებებისა და სარგებლის განხილვა
- როგორ გავხდეთ უფრო თვითგაძლიერებული
- ხაფანგები და შეცდომები, რომელთა თავიდან აცილება საჭიროა
- ლიდერის როლის განსაზღვრა ცვლილების პროცესში
- 3 წინაპირობა გაძლიერებაზე დაფუძნებული კულტურის შესაქმნელად
- 5 რჩევა გაძლიერებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შესაქმნელად
- ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შექმნა