ყველა პროექტის მენეჯერი, თანამშრომელი ან ლიდერი, რომლის საქმიანობაც მოითხოვს კოლეგებთან და კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციას
8 - 12
1/2 დღე
ჩვენ ყველამ ვიცით დაგეგმვისა და ანალიზის მნიშვნელობა, თუ გვინდა სწორი გადაწყვეტილების მიღება. ამას ვაცნობიერებთ, თუმცა ყოველთვის ასე არ ვმოქმედებთ.
ამ საინტერესო სიმულაციის პროგრამის განმავლობაში გუნდებს უწევთ დიდი რაოდენობის ინფორმაციის მართვა ძლიერი დროის წნეხის პირობებში. ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა შეძლონ ეფექტური კომუნიკაცია, სამუშაოს სწორი გადანაწილება და დაგეგმილი მოქმედებების შესრულება, თუმცა ამავდროულად უნდა დარჩნენ მოქნილები და ახალ გარემოებებთან ადაპტაციის უნარი შეინარჩუნონ. თუ ისინი შეძლებენ ამ პირობების მართვას, წარმატებას მიაღწევენ როგორც გადაწყვეტილებების მიღებაში, ისე თამაშის პროცესშიც.

აქტივობის დასრულების შემდეგ მონაწილეები აერთიანებენ ყველა საკუთარ მოსაზრებას როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური პერსპექტივიდან და ძირითადი სასწავლო დასკვნების აღმოჩენის შემდეგ ქმნიან სამოქმედო გეგმას ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკისთვის. პროგრამა შეიძლება ჩატარდეს დამოუკიდებლად, თუმცა ასევე შეიძლება იყოს მენეჯმენტის შეხვედრის, kick-off შეხვედრის ან თიმბილდინგის პროგრამის დამატებითი ნაწილი.
კურსის მიზნები
თემები