შეიძლება გვეგონოს, რომ გაყიდვა ყველას შეუძლია. როგორც კლიენტები, ასევე გაყიდვების სფეროში მომუშავე ადამიანები გარკვეულ წარმოდგენას ვქმნით გაყიდვების პროცესისა და გამყიდველის ამოცანების შესახებ. მაგრამ ნამდვილად ვიცით კი, რა განაპირობებს გაყიდვების პროფესიონალის ნამდვილ წარმატებას და ეფექტიანობას?
ეს კურსი ასწავლის, როგორ გავზარდოთ გაყიდვების შედეგები ჩვენი დამოკიდებულების, უნარებისა და ქცევის გაუმჯობესებით, რაც ეფუძნება Insights-ის ფერად ენერგიებს.
კურსის განმავლობაში მონაწილეები, ძირითადი თეორიების შესწავლის გარდა, ამზადებენ ორი საკუთარი კლიენტის ქეისს Develor-ის Client Matrix-ში და ქმნიან სტრატეგიებს, რომელთა პრაქტიკაში გამოყენებაც შეძლებენ კურსის დასრულებისთანავე.

პროგრამის ფარგლებში განვიხილავთ გაყიდვების პროცესს Develor-ის გაყიდვების მოდელის საფუძველზე და ვიკვლევთ, როგორ გავხდეთ უფრო ეფექტიანები საკუთარი ძლიერი მხარეების გამოყენებით და Insights-ის ფერადი ენერგიების უფრო ფართო გამოყენებით. ასევე ვაანალიზებთ იმ ქცევებსა და სტრატეგიებს, რომლებიც აუცილებელია გაყიდვებში წარმატებისთვის, გაყიდვების სპეციალისტის პიროვნული პრეფერენციების ჭრილში.
მონაწილეები ისწავლიან Insights-ის ძირითადი პრინციპების გამოყენებას გაყიდვების კონტექსტში – როგორ ამოიცნონ კლიენტების დომინანტური ფერადი ენერგიები და როგორ მოარგონ მათ კომუნიკაცია და გავლენის სტრატეგია გაყიდვების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით კიდევ უფრო განავითარონ Insights-ის ცოდნა გაყიდვების პროცესში.
პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი არის Insights Discovery Personal Profile და მისი Effective Selling თავი, რომელიც მონაწილეებს ეხმარება გააანალიზონ საკუთარი გაყიდვების სტილი და დაინახონ, როგორ ვლინდება იგი გაყიდვების პროცესის თითოეულ ეტაპზე.
კურსის მიზნები
გაყიდვების ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდა ოთხივე ფერის ენერგიის გამოყენებით – კლიენტის სტილის, საჭიროებებისა და გაყიდვის კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით.
თემები
- Insights სისტემისა და ფერადი ენერგიების მიმოხილვა
- ოთხი ფერის ენერგიის თვისებები და მათი გამოვლენა გაყიდვების პროცესში
- გაყიდვების მიზნები
- კლიენტის უკეთ გაგება
- კლიენტის ქცევაში ფერადი ენერგიების ამოცნობა
- გაყიდვების სტილის მიმოხილვა გაყიდვების ეტაპებთან შესაბამისობაში და პირადი პრაქტიკის ანალიზი
- ეფექტური კომუნიკაცია და გაყიდვების სტრატეგიები სხვადასხვა ფერის კლიენტებისთვის
- ეფექტური შეთავაზებების მომზადება ფერადი ენერგიების მიხედვით
- გავლენის მოხდენა კლიენტზე და შესყიდვის წინააღმდეგობის მართვა პრეფერენციების მიხედვით
- სამოქმედო გეგმის შემუშავება