×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    სამიზნე სეგმენტი

    ტოპ მენეჯმენტი

    ყველა რგოლის მენეჯერი

    პროექტის გუნდები

    რამდენი მონაწილე?

    8 - 12

    რამდენი ხანი გრძელდება?

    1/2 დღე

    ჩვენს ცხოვრებაში შეიძლება არსებობდეს სიტუაციები, როდესაც საჭიროა სწრაფად მოქმედება, გამოსავლის პოვნა და მისი დაუყოვნებლივ განხორციელება ერთმანეთთან თანამშრომლობით. დროის წნეხით გამოწვეული დაძაბულობა გადაწყვეტილების პოვნას კიდევ უფრო ართულებს. ასეთ მკვეთრ, თუმცა უსაფრთხო გარემოში გამოცდილების მიღება და სწავლა მნიშვნელოვნად ეხმარება ადამიანებს მსგავსი რეალური სიტუაციების წარმატებით მართვაში. Fly for Life არის კომპლექსური გამოცდილებაზე დაფუძნებული სასწავლო აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული დაგეგმვის უნარების, გუნდური თანამშრომლობისა და დროის წნეხის პირობებში მუშაობის უნარის გამოცდას უცნობ გარემოში. სიმულაციაში მონაწილეობით მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შეამოწმონ საკუთარი შესაძლებლობები გუნდური აქტივობის არასტანდარტული და გასართობი ფორმატის საშუალებით. დებრიფინგის ეტაპზე სამუშაო რეალობაზე რეფლექსია მონაწილეებს დაეხმარება ახალი ცოდნის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებაში. Fly for life simulation program მომხიბვლელი სიმულაციის პროგრამის დროს მონაწილეები აღმოჩნდებიან კომერციული ფრენის ატმოსფეროში – ტრენერი, რომელიც ბორტგამცილებლის როლშია, მათ ამ გარემოში ჩართავს. თვითმფრინავში ასვლის შემდეგ ისინი დააკვირდებიან აფრენასა და ფრენას. დაგეგმილ დაშვებამდე ერთი საათით ადრე ბორტგამცილებელი აცნობებს მგზავრებს კაბინაში შექმნილ სიტუაციას: პილოტები საკვებით მოწამლეს და თვითმფრინავი ახლა ავტოპილოტის რეჟიმში იმართება. ბორტგამცილებელი დიდად გამოცდილი არ არის, ხოლო პილოტების მდგომარეობა მის მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. ამგვარად, Boeing ახლა მგზავრების ხელშია – სწორედ მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა დიუსელდორფის აეროპორტში უსაფრთხო დაშვებაზე. კურსის მიზნები
    • გადაწყვეტილების მიღების ეფექტიანობის გაუმჯობესება
    • თანამშრომლობისა და კომუნიკაციის დონის გაზრდა როგორც პიროვნულ, ასევე ორგანიზაციულ დონეზე
    თემები
    • სტრატეგიული აზროვნება და დაგეგმვა
    • გუნდური თანამშრომლობა და კომუნიკაცია
    • რთულ ინფორმაციასა და ამოცანებთან მუშაობა
    • ამოცანების დელეგირება და გუნდის ლიდერობა
    • გადაწყვეტილების მიღება დროის წნეხის პირობებში
    • მოულოდნელი სიტუაციების მართვა და სტრატეგიის შესაბამისი ადაპტაცია
    • სიმულაცია და მისი კავშირი რეალური პროექტების დაგეგმვასთან

    პროდუქტები ამ თემაზე