პროექტის მენეჯერები
ყველა დონის ლიდერები
8 - 12
1 - 2 დღე
მიუხედავად მრავალი უპირატესობისა, ეჯაილური მუშაობის მოდელი ყველა შემთხვევაში ან ყველა კომპანიაში ვერ გამოიყენება. ბევრი კომპანია არჩევს შეინარჩუნოს ტრადიციული ოპერაციული მოდელი და ეჯაილური მეთოდოლოგია გამოიყენოს მხოლოდ გარკვეულ პროექტებში. ჩვენი პროგრამა სწორედ ასეთ შემთხვევებზეა გათვლილი.
ტრენინგი აგებულია ეჯაილური პროექტის მართვის ბიზნეს-სიმულაციაზე, რომელიც შთაგონებულია ეგვიპტეში, კაიროში, ახალი ადმინისტრაციული ქალაქის (New Administrative City) მშენებლობის პროექტით. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები დაგეგმავენ, განახორციელებენ და შეაფასებენ „ახალი კაიროს” (New Cairo) ხედვით პროექტს.

ტრენინგის თამაშზე დაფუძნებული და თავგადასავლებით სავსე ფორმატი მონაწილეებს ეხმარება ცოდნის უფრო სწრაფად და ეფექტურად ათვისებაში. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები მუშაობენ გუნდებად და ერთმანეთს ეჯიბრებიან ინვესტორების დაფინანსების მოსაპოვებლად. როგორც რეალურ ცხოვრებაში, პირობებიც სწრაფად იცვლება და პროექტის მართვის კლასიკური მიდგომა ხშირად მარცხისთვის არის განწირული. წარმატების ერთადერთი გზა ეჯაილური მიდგომაა. წარმატების კრიტერიუმი მხოლოდ ეფექტურ შესრულებაში არ მდგომარეობს. ის ასევე მოიცავს რესურსების სწორ დაგეგმვას, სწრაფ ადაპტაციას ცვალებად გარემოსთან, აქტიურ მოსმენას, ნდობის მოპოვებას და ღირებულების უწყვეტ მიწოდებას. სიმულაციის დახმარებით მონაწილეები სწავლობენ, გამოცდილებით ითვისებენ და ინტენსიურად პრაქტიკულად ამუშავებენ ეჯაილური პროექტის მართვის არსს. ისინი იღებენ სიღრმისეულ ცოდნას ეჯაილური პრინციპების, როლების, პროცესებისა და ინსტრუმენტების შესახებ.
კურსის მიზნები
თემები