×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი დიდი კომპანიის მართვა არის როგორც დიდი წარმატება, ისე დიდი პასუხისმგებლობა. ევროპაში ამას ემატება ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების სირთულეც. დროდადრო ასეთ დიდ ორგანიზაციასაც სჭირდება, რომ მისი ადამიანები ერთად შეიკრიბონ, შეთანხმდნენ და გადამზადდნენ. მრავალენოვანი საერთაშორისო ტრენინგების პოვნა მარტივი არ არის.

    სწორედ ასეთი იყო ერთ-ერთი ევროპული ორგანიზაციის ბოლო მოთხოვნა. ჩვენ ვამაყობთ, რომ შეგვიძლია ასეთ გამოწვევებზე ვთქვათ – „დიახ!” როგორც რეგიონული ტრენინგ და საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებელი, ჩვენი პარტნიორი კომპანიების ქსელით წარმოდგენილნი ვართ 16 ქვეყანაში, რაც ნიშნავს, რომ ვფარავთ მიწოდების ენების მართლაც შთამბეჭდავ რაოდენობას.

    გლობალური ხდება ლოკალური

    ჩვენმა ტრენერებმა თავი მოიყარეს ერთ ლოკაციაზე – გერმანიაში, ფრანკფურტში – რათა ერთდროულად ჩაეტარებინათ ტრენინგი 100-ზე მეტი გაყიდვების და მენეჯმენტის წარმომადგენლისთვის. ლოგისტიკური და ორგანიზაციული ძალისხმევის გარდა, წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო შინაარსისა და მიწოდების მეთოდების სრულად თანხვედრა. როდესაც მონაწილეები ოთახებს ტოვებენ და შესვენებაზე გადიან, ისინი ერთმანეთში ერკვევიან და ურთიერთობენ სხვადასხვა ჯგუფებიდან. მიზანია, რომ შევქმნათ ერთიანი ეფექტი – გადავცეთ იგივე ცოდნა და დამოკიდებულება, ისე რომ, მაგალითად, იტალიური და ფრანგული ჯგუფების წევრებს შეხვედრისას ჰქონდეთ ერთიანი საფუძველი განხილვისთვის.
    სხვა შემთხვევებში, ჩვენ ვიყენებთ ჩვენს საერთაშორისო ქსელს, რათა გლობალური მოთხოვნები გადავიტანოთ ლოკალურ რეალობაში. გვქონია არაერთი პროექტი, სადაც გლობალური სტრატეგიული მიმართულება უკვე განსაზღვრული იყო, ხოლო საბოლოო პროგრამის მიწოდებისას საჭირო იყო ლოკალური რეალობების გათვალისწინება. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ მუდმივად ვაზიარებთ ცოდნას, ვთანხმდებით ერთიან მიდგომებზე და ვიყენებთ ერთსა და იმავე მეთოდოლოგიებს.
    გვიხარია ასეთი შესაძლებლობები და ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ამდენ სხვადასხვა ადგილას და ამდენ სხვადასხვა ენაზე. დაგვიკავშირდით, რათა განვიხილოთ თქვენი საერთაშორისო ტრენინგებისა და საკონსულტაციო საჭიროებები.
    ზოლტ პოჟვაიმ (Zsolt Pozvai) ეს შემთხვევა მოკლედ გააზიარა LinkedIn-ზე:
    LinkedIn post of Zsolt Pozvai about the multi-language training delivery in Frankfur

    down-symbol

    ჰიბრიდული ოპერაციების მართვა