ყველა მენეჯერი და თანამშრომელი, ვისაც სურს განვითარება და სწავლა
8 - 12
1 დღე
დღეს ხშირად გვესმის, რომ გვინდა განვითარება და წინსვლა. თუმცა ახალი რამის სწავლა მოითხოვს გაურკვეველთან და უცნობთან გახსნილობას, დამატებით ძალისხმევას და იმ ფაქტის მიღებას, რომ სწავლის პროცესში შეიძლება დროებით თავს არაკომპეტენტურად და დაუცველად ვგრძნობდეთ. ამ სირთულეების მიღება დიდწილად ჩვენს დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული. კითხვა კი ასეთია – როგორ შევქმნათ უფრო კონსტრუქციული დამოკიდებულება? ყველაფერი ჩვენს აზროვნების ტიპზეა დამოკიდებული – გვჯერა თუ არა, რომ შეგვიძლია სწავლა და განვითარება, თუ ვფიქრობთ, რომ ჩვენი უნარები და თვისებები ფიქსირებული და უცვლელია.
ინტელექტი და პიროვნული თვისებები არ არის უცვლელი მოცემულობა – მათი განვითარება შესაძლებელია. ვორქშოპი ეფუძნება იდეას, რომ ჩვენი ტვინის უნარი სწავლასა და პრობლემების გადაჭრაში შეიძლება გაიზარდოს – თუ შეგნებულად ვცვლით ჩვენს რწმენებს, დამოკიდებულებებს და ვავარჯიშებთ შესაბამის აზროვნებას.

„ფიქსირებული” და „ზრდაზე ორიენტირებული” აზროვნების თეორია ეხმარება მენეჯერებსა და თანამშრომლებს გააცნობიერონ, რომ საკუთარი თავის მიმართ არსებული წარმოდგენა პირდაპირ გავლენას ახდენს მათ შედეგებზე და განვითარებაზე. ვორქშოპის განმავლობაში მონაწილეები სწავლობენ, როგორ ამოიცნონ ფიქსირებული აზროვნების ნიშნები, როგორ დაარღვიონ ეს მიდგომა და როგორ განავითარონ ბიზნეს სიმამაცე და პოზიტიური დამოკიდებულება.
კურსის მიზნები
თემები