×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

  • linked1
  • fb11
  • ig11
Services menu polygon-open polygon-close
  • განწყობა & აზროვნება
  • ლიდერობა & მართვა
  • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
  • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
  • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
  • შეფასება & დიაგნოსტიკა
  • ქოუჩინგი
  • ყველა სერვისი
1-icon

იპოვე სერვისებში და მიდგომებში

  • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
ყველა სერვისი
2-icon

იპოვე რესურსებში

  • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
ყველა რესურსი

სამიზნე სეგმენტი

ყველა რგოლის მენეჯერი

მენეჯერები და მულტიკულტურული გუნდების წევრები

ხანგრძლივობა 2 დღე

8 - 12

რამდენი ხანი გრძელდება?

2 დღე

ყველა კულტურას აქვს საკუთარი წესები, ჩვევები და ტრადიციები, რომლებიც ღრმად არის გამჯდარი კომუნიკაციის სტილში, ქცევაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ზოგჯერ უცხოელები ჩვენთვის უცნაურად გამოიყურებიან. ერთ მხრივ, სიამოვნებას გვანიჭებს მათგან მომდინარე განსხვავებულობა, თუმცა სხვა სიტუაციებში სწორედ ეს განსხვავებები გვაბნევს ან გვაღიზიანებს. ხშირად რთულია მათი პრეფერენციების მიღება და იმის გააზრება, რომ ეს განსხვავებები დაბრკოლება კი არა, სწავლისა და განვითარების შესაძლებლობაა.

ჩვენ ინტერკულტურულ კომპეტენციას ვიხილავთ როგორც ცოდნის მართვისა და ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი არაგაცხადებული (tacit) ცოდნის ნაწილს. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები აცნობიერებენ ამ კომპეტენციას როგორც სტრატეგიული აზროვნებისა და დაგეგმვის ინსტრუმენტს, კონკურენტული უპირატესობისა და დამატებითი ღირებულების წყაროს. ტრენინგი ეხმარება მათ შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარებაში.

Multicultural communication

კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან კულტურული განსხვავებების საფუძვლებს და მათ მიზეზებს ჰოფსტედის მოდელზე დაყრდნობით. მათ ექნებათ შესაძლებლობა შეადარონ საკუთარი „სახლი კულტურა” მასპინძელ კულტურას სხვადასხვა განზომილებაში და მიიღონ პრაქტიკული რჩევები, როგორ იმოქმედონ ეფექტურად მულტიკულტურულ გარემოში.

კურსის მიზნები

  • უკეთ გაიგონ, რა არის კულტურა და როგორ ყალიბდება იგი
  • გააცნობიერონ სხვადასხვა კულტურული განზომილების მიზეზები ჰოფსტედის მოდელის დახმარებით
  • აღმოაჩინონ განსხვავებული საკომუნიკაციო და აზროვნების ნიმუშები
  • გაეცნონ პოლიქრონულ და მონოქრონულ დროის აღქმას და მის გავლენას ქცევაზე
  • უკეთ გაარჩიონ მაღალი და დაბალი კონტექსტის შეტყობინებები
  • გააუმჯობესონ სხვადასხვა კულტურის მოსმენის სტილების გაგება
  • გაეცნონ შერჩეული კულტურების ბიზნეს ეტიკეტს
  • ისწავლონ როგორ მოარგონ საკუთარი კომუნიკაცია სხვა კულტურებს

თემები

  • კულტურის არსი და მის ფორმირებაზე მოქმედი ფაქტორები
  • ჰოფსტედის კულტურული განზომილებები
  • ჰოფსტედის განზომილებების პრაქტიკული გამოყენება ორგანიზაციულ გარემოში
  • მაღალი და დაბალი კონტექსტის კომუნიკაცია
  • აქტიური მოსმენის ნიმუშები
  • მონოქრონული და პოლიქრონული დროის აღქმა
  • კომპანიისთვის მორგებული სიტუაციური სავარჯიშოები

პროდუქტები ამ თემაზე

DEVELOR
Privacy Overview

This website uses cookies so that we can provide you with the best user experience possible. Cookie information is stored in your browser and performs functions such as recognising you when you return to our website and helping our team to understand which sections of the website you find most interesting and useful.