ლირედები და დაქვემდებარებულები, რომელთა საქმიანობა საჭიროებს კოლეგებთან და კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციას
8 - 12
2 დღე
ხშირად გამოსავალი – ასერტული კომუნიკაციაა. უნარი დაიცვა შენი თავი და შენი ინტერესები და ამავდროულად გაითვალისწინო სხვისი ინტერესები და მეორე მხარის მიზნები. მაგრამ ყოველთვის უნდა ვიყოთ ასერტულები?
ჩვენ გვჯერა, რომ ცხოვრება ბევრად კომპლექსური და მრავალფეროვანია იმისათვის, რომ ყველა სიტუაციაში ასერტული ვიყოთ. ჩვენი მიდგომით, ასერტული კომუნიკაცია არის – არჩევანი.
მისი გამოყენება კონტექსტუალურია და არ შეეფერება ყველა სიტუაციას. თუმცა, ეს საუკეთესო არჩევანია კრიტიკული საუბრებისას. სწორედ ამაზე გვაქვს ფოკუსი ჩვენს განახლებულ პროგრამაში, რითიც გეხმარებით შიდა და გარე კომუნიკაციებში.

პროგრამა მოდულური სტრუქტურისაა, რაც საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად მოარგოთ ის თქვენი ორგანიზაციის და სამუშაოს სიტუაციების საჭიროებებს.
პროგრამის ძირითადი ნაწილი ეძღვნება ასერტული კომუნიკაციის საბაზისო პრინციპებს და შუქს ფენს სხვადასხვა აზროვნების პატერნებს (ეგო-მდგომარეობებს) რომლებიც საფუძვლად უდევს ინსტიქტურ და დასწავლილ ქცევებს, და რაც მოქმედებს ჩვენი კომუნიკაციის სტილზე. პროგრამა ასწავლის ასერტული კომუნიკაციის საბაზისო ტექნიკებს ყოველდღიურ სიტუაციებში გამოსაყენებლად: როგორ მოვიქცეთ ასერტულად და როგორ მივუდგეთ აგრესულ და პასიურ ქცევებს ასერტული კომუნიკაციის ხერხებით.
პროგრამის მეორე ნაწილი კონკრეტულად ფოკუსირებულია სპეციფიური კრიტიკული სიტუაციების მოგვარებაზე სხვადასხვა მოწინავე ტექნიკების და პროცესების დახმარებით.
კურსის ამოცანები
თემები
I. ასეერტულობის საფუძვლები
II. კრიტიკული საუბრების შემადგენლები
III. ასერტულობის დამატებითი ტექნიკები