×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

  • linked1
  • fb11
  • ig11
Services menu polygon-open polygon-close
  • განწყობა & აზროვნება
  • ლიდერობა & მართვა
  • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
  • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
  • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
  • შეფასება & დიაგნოსტიკა
  • ქოუჩინგი
  • ყველა სერვისი
1-icon

იპოვე სერვისებში და მიდგომებში

  • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
ყველა სერვისი
2-icon

იპოვე რესურსებში

  • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
ყველა რესურსი

სამიზნე სეგმენტი

ყველა რგოლის მენეჯერი

ხანგრძლივობა 2 დღე

8 - 12

რამდენი ხანი გრძელდება?

2 დღე

ამ რთულ და სწრაფად ცვალებად სამყაროში ჩვენი მიზნების მისაღწევად გვჭირდება ძლიერი პროფესიონალები, რომლებიც სხვადასხვა სფეროდან შეძლებენ საკუთარი წვლილის შეტანას. მარტო შორს ვერ წავალთ და საკმარისად სწრაფადაც ვერ მივაღწევთ შედეგს. რაც უფრო მრავალფეროვანია ეს გუნდი, მით უკეთესია – რადგან მრავალფეროვნება იწვევს უფრო განსხვავებულ და ორიგინალურ იდეებს და ზრდის შესრულების ეფექტიანობას. მაგრამ როგორ იმუშავებს ასეთი მრავალფეროვანი გუნდი ეფექტურად ერთად? როგორ შეძლებენ ისინი თანამშრომლობას ისე, რომ განსხვავებებსა და კონფლიქტურ ქცევებში არ დაიკარგონ?

Insights პროგრამა ეხმარება მონაწილეებს ამ განსხვავებების გადალახვაში იმ ღირებულებებისა და უპირატესობების გაცნობიერებით, რომლებიც სხვადასხვა პიროვნების ტიპებს საერთო ამოცანებში შეაქვთ. როდესაც ეს ღირებულებები აღიარებულია და გუნდის თითოეულ წევრს ეძლევა შესაძლებლობა უფრო მეტად დაეყრდნოს საკუთარ ბუნებრივ ძლიერ მხარეებს, გუნდის შედეგიანობა და ერთიანობა რეალურად იზრდება.

Insights Discovery - Personal Effectiveness

პროგრამის დაწყებამდე მონაწილეებს სთხოვენ შეავსონ Insights® evaluator, რომლის საფუძველზეც გენერირდება Insights® Discovery Personal Profile. ამ პერსონალური პროფილის გამოყენება და Insights®-ის ოთხი ფერის ენერგიის გაცნობა ადამიანებს ეხმარება უკეთ გაიგონ საკუთარი თავი, ამოიცნონ სხვადასხვა პიროვნების ტიპები და მოერგონ კომუნიკაციის განსხვავებულ საჭიროებებს.

კურსის მიზნები

  • საკუთარი თავისა და სხვების უკეთ გაგება და მიღება
  • სხვადასხვა ტიპების განსხვავებებისა და ღირებულებების ამოცნობა და დაფასება
  • საკუთარი პრეფერენციების გაცნობიერება და საკუთარი ძლიერი მხარეების უფრო აქტიურად გამოყენება, ამავდროულად სუსტი მხარეების შეგნებულად განვითარება
  • სხვების პრეფერენციების ამოცნობა და მათთან ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება
  • გუნდური სულისკვეთების გაძლიერება და გუნდის ეფექტიანობისა და ერთიანობის გაზრდა

თემები

  • ინდივიდუალური აღქმის ძალა და მისი გავლენა
  • იუნგის ფსიქოლოგიური პრეფერენციები
  • Insights Discovery პერსონალური პროფილის გაგება
  • როგორ ამოვიცნოთ სხვების სტილი
  • ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები სხვების პრეფერენციებზე ადაპტაციისთვის

პროდუქტები ამ თემაზე

DEVELOR
Privacy Overview

This website uses cookies so that we can provide you with the best user experience possible. Cookie information is stored in your browser and performs functions such as recognising you when you return to our website and helping our team to understand which sections of the website you find most interesting and useful.