×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

  • linked1
  • fb11
  • ig11
Services menu polygon-open polygon-close
  • განწყობა & აზროვნება
  • ლიდერობა & მართვა
  • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
  • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
  • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
  • შეფასება & დიაგნოსტიკა
  • ქოუჩინგი
  • ყველა სერვისი
1-icon

იპოვე სერვისებში და მიდგომებში

  • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
ყველა სერვისი
2-icon

იპოვე რესურსებში

  • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
ყველა რესურსი

სამიზნე სეგმენტი

ყველა რგოლის ლიდერი, გაყიდვების წარმომადგენელი და თანამშრომელი, ვისაც თავის საქმიანობაში სჭირდება დამაჯერებლობა და ძლიერი გავლენის მოხდენა

ხანგრძლივობა 2 დღე

8 - 12

რამდენი ხანი გრძელდება?

2 დღე

სხვებზე გავლენის მოხდენისა და მათ ქმედებაზე დაყოლიების უნარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპეტენციაა ბიზნესის ყველა მიმართულებაში – იქნება ეს შიდა თუ გარე მოლაპარაკება, გაყიდვები, დამაჯერებელი პრეზენტაცია, ახალი იდეის წარდგენა, მხარდაჭერის მოპოვება თუ ინიციატივის „buy-in”-ის მიღწევა.

ჩვენი კომუნიკაციითა და ქცევით გავლენას ნებისმიერ შემთხვევაში ვახდენთ – მაშინაც კი, როცა ამას მიზნად არ ვისახავთ. ამიტომ სჯობს, ეს გავლენა შეგნებულად შევქმნათ. მთავარი კითხვა კი ასეთია: როგორ მოვახდინოთ გავლენა ეთიკურად და ეფექტურად, ისე რომ მივაღწიოთ მიზნებს win-win მიდგომით და მანიპულაციის გარეშე?

კურსი ასწავლის მონაწილეებს, როგორ გახადონ საკუთარი პრეზენტაციები და მოლაპარაკების არგუმენტები უფრო მიმზიდველი და ემოციურად ჩართული, რათა მოიპოვონ პარტნიორების თანხმობა და თანამშრომლობის სურვილი. ასევე ზრდის ცნობიერებას იმ ფაქტორების მიმართ, რომლებიც ადამიანების გადაწყვეტილებებზე ხშირად ქვეცნობიერად მოქმედებს.

Impact and influencing

ფოკუსი კეთდება გავლენისა და დამაჯერებელი პრეზენტაციის ძირეულ პრინციპებზე, თუმცა ასევე განიხილება თვითშეფასებისა და თვითღირებულების როლი – როგორ ქმნის ეს ელემენტები საუბრის ატმოსფეროს და როგორ შეგვიძლია პარტნიორის დარწმუნება ისე, რომ მისი ძირითადი საჭიროებებიც დაკმაყოფილდეს.

კურსის მიზნები

  • კომუნიკაციით მოახდინონ გავლენა და შექმნან ძლიერი ეფექტი
  • შექმნან და წარადგინონ დამაჯერებელი პრეზენტაციები ეფექტურად
  • ეფექტურად დაარწმუნონ სხვები დისკუსიებსა და მოლაპარაკებებში
  • ამოიცნონ და შეგნებულად გამოიყენონ გავლენის ტექნიკები
  • გაარჩიონ და მართონ მანიპულაციის შემთხვევები

თემები

  • არისტოტელეს დამაჯერებლობის სამი საყრდენი
  • H
  • იდეის სწორად სტრუქტურირებული პრეზენტაციით „გაყიდვის” მეთოდები
  • თვითღირებულების კონცეფცია და მისი გავლენა კომუნიკაციის ატმოსფეროზე
  • მხარდაჭერის მოპოვების გზები განსხვავებული ინტერესების პირობებში
  • ჩიალდინის გავლენის ექვსი პრინციპის შესწავლა და პრაქტიკა
  • მანიპულაციის გარჩევისა და მართვის მიდგომები

პროდუქტები ამ თემაზე

DEVELOR
Privacy Overview

This website uses cookies so that we can provide you with the best user experience possible. Cookie information is stored in your browser and performs functions such as recognising you when you return to our website and helping our team to understand which sections of the website you find most interesting and useful.