ყველა რგოლის მენეჯერი
8 - 12
2 დღე
როგორ შეიძლება ბიზნეს შეხვედრები გახდეს უფრო ეფექტური და ჩართული? როგორ ვიმუშაოთ KPI-ებთან ისე, რომ მივიღოთ რეალური შედეგი? რა უნდა გავაკეთოთ, როცა თანამშრომლებს მათ სამუშაო გარემოში ვსტუმრობთ? როგორ შეიძლება ვიზუალური დაფა დაეხმაროს ჩვენს ყოველდღიურ და კვირეულ საქმიანობას? როგორ ჩავატაროთ სწრაფი და ეფექტური მინი-ტრენინგი მაშინაც კი, თუ პროფესიონალი ტრენერი არ ვართ?
ინდივიდუალური თვისებებისა და დამოკიდებულებების გარდა, არსებობს ლიდერული რუტინები, რომლებიც შეიძლება განვავითაროთ და რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის ეფექტიანობას.

Impact Leadership პროგრამის მიზანია მონაწილეების აღჭურვა პრაქტიკული ინსტრუმენტებითა და რუტინებით, რომლებიც დაეხმარება მათ ლიდერის როლის ეფექტურად შესრულებაში – ადამიანების მართვის, განვითარების და ჩართულობის მიმართულებით. ტრენინგი მოიცავს შერჩეული თეორიული კონცეფციების მიმოხილვას, თუმცა ძირითადი აქცენტი კეთდება პრაქტიკულ ლიდერულ უნარებზე – ე.წ. საკვანძო მამოძრავებელ ელემენტებზე (key drivers), რომლებიც ლიდერული ოპერაციული მოდელის საფუძველს წარმოადგენს.
მოდულები აგებულია ისე, რომ მაქსიმალურად მოერგოს კომპანიის რეალურ გარემოს და ხელს უწყობს ორგანიზაციაში ლიდერული რუტინების დანერგვას. პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეხვედრებს, როგორც გადაწყვეტილებების მიღების კონტექსტის შექმნის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. ტრენინგი აჩვენებს, როგორ გავხადოთ შეხვედრები მიზნობრივი, დინამიკური და შედეგზე ორიენტირებული. ასევე განიხილება Go & See პრაქტიკა – განსაკუთრებით ძლიერი რუტინა საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის, რომელიც ხელს უწყობს სწრაფ გადაწყვეტილებებს, მოტივაციას, ჩართულობას და ორგანიზაციულ სწავლებას. „Coaching for Improvement” მოდულები აერთიანებს სიტუაციურ ქოუჩინგს და უკუკავშირს – პირადი უნარების, შესრულების ან კონკრეტული ამოცანების გაუმჯობესების მიმართულებით.
მოდულები აგებულია ისე, რომ მაქსიმალურად მოერგოს კომპანიის რეალურ გარემოს. კურსი შესაფერისია კომპანიაში ლიდერული რუტინების დასანერგად. იგი მოიცავს შემდეგ თემებს:
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
თემები