დაბალი რგოლის ყველა მენეჯერი
საშუალო როგლი
დაწინაურებული ტალანტები და ახალი ლიდერები
8 - 12
2 დღე
ლიდერის მთავარი ამოცანაა თანამშრომლების შთაგონება, მოტივირება და მათი წარმატების მხარდაჭერა. სწორედ ეს არის ლიდერული მისიის არსი. მენეჯმენტი მოითხოვს ისეთ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც სრულად მხოლოდ აკადემიურ გარემოში ვერ ისწავლება. საბოლოო შედეგი მხოლოდ ლიდერზე არ არის დამოკიდებული – თითოეული თანამშრომელი განსხვავებულია, საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და გუნდში განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნის. ლიდერის მუშაობა მხოლოდ მაშინ არის წარმატებული, როდესაც გუნდის წევრებიც იზიარებენ მიზანს და თავადაც სურთ შედეგის მიღწევა.
პროგრამა სწორედ იმ ფუნდამენტურ ცოდნასა და უნარებზეა ორიენტირებული, რომლებიც აუცილებელია ადამიანების ეფექტიანი მართვისთვის. პროგრამის დასაწყისში მენეჯერები აცნობიერებენ, რამდენად პირდაპირია მათი გავლენა თანამშრომლების ინდივიდუალურ შედეგებზე და როგორ შეუძლიათ ამ ფაქტორებზე ზემოქმედება. კურსის მთავარი ნაწილი ეფუძნება სიტუაციური ლიდერობის მოდელს, რომელიც აგებულია დეველორის თანამშრომლის განვითარების ციკლზე. რეალური მაგალითებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით მონაწილეები სწავლობენ, რომელი ლიდერული სტილია ყველაზე ეფექტიანი თანამშრომლის განვითარების კონკრეტულ ეტაპზე. პროგრამა ასევე მოიცავს როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე მოტივაციის მეთოდების განხილვას და მათ პრაქტიკულ გამოყენებას ორგანიზაციის სპეციფიკის შესაბამისად.

კურსის მიზნები
თემები