×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

  • linked1
  • fb11
  • ig11
Services menu polygon-open polygon-close
  • განწყობა & აზროვნება
  • ლიდერობა & მართვა
  • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
  • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
  • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
  • შეფასება & დიაგნოსტიკა
  • ქოუჩინგი
  • ყველა სერვისი
1-icon

იპოვე სერვისებში და მიდგომებში

  • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
ყველა სერვისი
2-icon

იპოვე რესურსებში

  • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
ყველა რესურსი

სამიზნე სეგმენტი

ყველა რგოლის მენეჯერი

ხანგრძლივობა 2 დღე

8 - 12

რამდენი ხანი გრძელდება?

1 - 2 დღე

დღეს, როდესაც სამუშაო და პირადი ცხოვრება სულ უფრო მეტად ერთმანეთში იკვეთება, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სულ უფრო რთული ხდება. სასურველი ბალანსის პოვნა მხოლოდ განსხვავებულ დამოკიდებულებას არ მოითხოვს – საჭიროა ცხოვრების მართვის განსხვავებული მეთოდები და მიდგომებიც.

ტრენინგის მიზანია დაეხმაროს მონაწილეებს „ხარისხიანი დროის” ამოცნობასა და პოვნაში – იმ დროის, რომელიც მათთვის რეალურ ღირებულებასა და სიხარულს მოიტანს. ჩვენ დავეხმარებით მონაწილეებს აღმოაჩინონ ის ფაქტორები, რომლებიც მათ სამუშაოში დამატებით ენერგიასა და აღდგენით რესურსს აძლევს. ეს არის გამოცდილებები, რომლებიც ადამიანს განაახლებს, შთააგონებს და შესაძლოა „flow” მდგომარეობამდეც კი მიიყვანოს.

ტრენინგის საწყისი ეტაპი არის ცხოვრების ამჟამინდელი სტილის ანალიზი და საკუთარი შინაგანი მამოძრავებელი ფაქტორების გაცნობიერება. მონაწილეები აღმოაჩენენ, როგორ იმუშაონ ეფექტურად მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაზე როგორც სამუშაოში, ისე პირად ცხოვრებაში. ასევე განვიხილავთ პიროვნულ ბარიერებს, დავსახავთ კონსტრუქციულ მიზნებს და შევაფასებთ როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ სტრესთან გამკლავების სტრატეგიებს.

Work-Life balance

პროგრამა ასევე მოიცავს სტრესის მართვისა და აღდგენითი ენერგიის მიღების ტექნიკებს, რათა მონაწილეებმა შეძლონ უფრო დაბალანსებული ცხოვრების განვითარება. ტრენინგი მონაწილეებს ეხმარება ეფექტური მიდგომებითა და სტრატეგიებით, პრაქტიკული იდეებითა და ინსტრუმენტებით, რომლებიც ზრდის თვითეფექტიანობას და მოიცავს სტრესის შემცირების ტექნიკებს, რათა მათ შეძლონ გრძელვადიან პერიოდში ბალანსის შენარჩუნება.

**კურსის მიზნები**

  • პიროვნულ დიაგნოსტიკაზე დაფუძნებული ინდივიდუალური განვითარების და გადაწყვეტილებების გეგმის შექმნა
  • სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ჯანსაღი და ჰარმონიული ბალანსის ჩამოყალიბება

**თემები**

  • ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრების სტილი და „ცხოვრების წრე” (Circle of Life)
  • ინდივიდუალური მამოძრავებელი ფაქტორები, მოტივატორები და მიზნები
  • პირადი ცხოვრების და სამუშაოს ელემენტები – როგორ მოვახდინოთ მათი უკეთესი სინქრონიზაცია
  • სამუშაოში აღდგენითი რესურსების (recreational plus) აღმოჩენა
  • „ხარისხიანი დროის” განსაზღვრა – პირადი გზა ხარისხიანი ცხოვრებისკენ
  • სტრესის გამომწვევი ფაქტორების ამოცნობა სამუშაოსა და პირად ცხოვრებაში
  • სტრესთან გამკლავების პოზიტიური სტრატეგიები და ტექნიკები
  • დაბალანსებული პიროვნება, ინდივიდუალური მიზნები

პროდუქტები ამ თემაზე

DEVELOR
Privacy Overview

This website uses cookies so that we can provide you with the best user experience possible. Cookie information is stored in your browser and performs functions such as recognising you when you return to our website and helping our team to understand which sections of the website you find most interesting and useful.