×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    სამიზნე სეგმენტი

    ტოპ მენეჯმენტი საშუალო რგოლი

    ხანგრძლივობა 2 დღე

    8 - 12

    რამდენი ხანი გრძელდება?

    თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებულ სამყაროში, რომელიც მუდმივი კრიზისებით არის სავსე, ერთადერთი უცვლელი ფაქტორი ცვლილებაა. თუმცა მუდმივი ცვლილებები ხშირად იწვევს თანამშრომლებში წინააღმდეგობას, შფოთვას ან დაღლილობას, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ წინააღმდეგობას. ჩვენი ცვლილებების მართვის ტრენინგი მენეჯერებს სთავაზობს თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რათა სწორად შეაფასონ და ეფექტურად მართონ თანამშრომლების ემოციური რეაქციები ცვლილებების მიმართ.

    კომპანიები რისკის ქვეშ დგებიან და შესაძლოა ბაზრიდანაც კი გაქრნენ, თუ ვერ მოახერხებენ ცვლილებებთან ადაპტაციას ან ახალი შესაძლებლობების მოძიებას. ხშირად, ცვლილებების მართვის თეორიები ფოკუსირებულია მხოლოდ უმაღლეს მენეჯმენტზე და სთავაზობს მეთოდებს მათ, ვინც ცვლილებებს იწყებს. თუმცა, ჩვენი გამოცდილებით, სირთულეებს ყველაზე ხშირად სწორედ საშუალო და ოპერაციული რგოლის მენეჯერები აწყდებიან ცვლილებების დანერგვის პროცესში.

    პროგრამა ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები ცვლილებებზე და როგორ შეიძლება ამ პროცესის მართვა მენეჯერული ხედვიდან. ჩვენი ტრენინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის კლაეს იანსენისა და პოლ კირკბრაიდის მიერ შექმნილი „Change House“ მოდელი, რომელიც გვეხმარება გუნდის წევრების მიმდინარე მდგომარეობის, მათი ემოციებისა და დამოკიდებულებების იდენტიფიცირებაში სხვადასხვა „ოთახში“, და გვასწავლის, როგორ მივმართოთ ისინი პოზიტიური მიმართულებით.

    ცვლილებებისადმი წინააღმდეგობა ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა ერთადერთი არაა – რეაქციები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. ტრენინგის ფარგლებში ვსწავლობთ, როგორ ამოვიცნოთ როგორც საკუთარი, ისე კოლეგების რეაქციები ცვლილებებზე და როგორ შევარჩიოთ შესაბამისი მოქმედებები.

    დამატებით, ქეისის ანალიზის საშუალებით შევისწავლით და პრაქტიკაში გამოვიყენებთ დიაგნოსტიკურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს ცვლილებების უკეთ დაგეგმვასა და განხორციელებას.

    ცვლილებების მართვის ტრენინგის მიზნები:

    • ცვლილების აუცილებლობის გააზრება და მიღება
    • თანამედროვე ცვლილებების მართვის ტექნიკების გამოყენება
    • თანამშრომლების წინააღმდეგობის შეფასება და ეფექტური მართვა
    • საკუთარი ლიდერული როლის გამოყენება ცვლილებების რთულ მექანიზმში

    ცვლილებების მართვის ტრენინგის თემები:

    • ცვლილების განსაზღვრება და ცვლილების ფორმულა
    • ცვლილებების მართვის ძირითადი კონცეფციები (ცვლილებების მართვის წამყვანი ექსპერტების მიხედვით)
    • როგორ მიჰყვებიან ადამიანები ცვლილებას
    • ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის მიზეზები
    • ემოციური გავლენა – „Change House“-ის კონცეფცია
    • როგორ გადაადგილდებიან ადამიანები სხვადასხვა „ოთახებში“
    • ლიდერის როლი „სახლში“ სხვადასხვა ეტაპზე
    • ცვლილებებზე 5 ტიპის რეაქცია და როგორ უნდა იმოქმედოს ლიდერმა თითოეულ შემთხვევაში
    • ცვლილებების მიღების აუცილებელი ეტაპები
    • ცვლილებების მართვის დიაგნოსტიკური ინსტრუმენტები
    • ინდივიდუალური და გუნდური სამოქმედო გეგმა

    შესაძლო შემდგომი პროგრამები: