×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    სამიზნე სეგმენტი

    ყველა რგოლის მენეჯერი

    ხანგრძლივობა 2 დღე

    8 - 12

    რამდენი ხანი გრძელდება?

    2 დღე

    მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ მრავალფეროვანი გუნდები — სწორი მართვის პირობებში — უფრო ეფექტურ შედეგებს აღწევენ, ვიდრე ერთგვაროვანი ჯგუფები. დღეს სოციალური ჯგუფები უფრო აქტიურად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს და უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება უსამართლობის წინააღმდეგ რეაგირებისთვის. თითქოს ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის… მაგრამ ნამდვილად ასეა?

    თანამედროვე, გლობალურ და მრავალკულტურულ სამყაროში თითქოს ლოგიკურია, რომ ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების კულტურა უფრო ძლიერდებოდეს. ნაწილობრივ ეს ასეა, თუმცა ამავე დროს ეს მრავალფეროვნება შეიძლება დაძაბულობის წყაროდაც იქცეს გუნდში.

    სხვადასხვა კულტურის, ენის, ჩვევებისა და სამუშაო სტილის მქონე ადამიანებს შორის გაუგებრობამ შეიძლება არა მხოლოდ გუნდისა და ინდივიდუალური შედეგები შეაფერხოს, არამედ დააზიანოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივატორი — კუთვნილების განცდა. მიღების ნაკლებობა, სტერეოტიპები და გამორიცხვა დღეს საკმაოდ გავრცელებული გამოწვევებია.

    ჩვენი პროგრამის მიზანი არ არის „ვუთხრათ ადამიანებს რა არის სწორი ან არასწორი“. მიზანია, გავზარდოთ მათი ცნობიერება და სენსიტიურობა ამ თემის მიმართ — ინტერაქციული სავარჯიშოების და ჯგუფური დისკუსიების საშუალებით, რომლებიც „აჰა-მომენტებს“ ქმნის.

    Inclusive Leadership Continuum მოდელის გამოყენებით მონაწილეებს ვაჩვენებთ განვითარების გზას, რომლის გავლაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს ინკლუზიური გარემოს შექმნა.

    ამ პროცესში ვხსნით მრავალფეროვნების, ინკლუზიისა და თანასწორობის (equity) არსს და მნიშვნელობას. ვიკვლევთ იდენტობის სხვადასხვა ფენას და განვიხილავთ გამორიცხვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს — არაცნობიერ მიკერძოებებს (unconscious biases). ასევე ვსაუბრობთ ისეთ გავრცელებულ მოვლენებზე, როგორიცაა მიკროაგრესიები და არაინკლუზიური ენა, და განვიხილავთ, როგორ შეიძლება მათი ამოცნობა და პრევენცია. ბოლოს კი ვმუშაობთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე, რომლებიც მონაწილეებს ეხმარება გახდნენ ინკლუზიური კულტურის მხარდამჭერები.

    კურსის მიზნები:

    • სამუშაო გარემოში მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მნიშვნელობის გააზრება
    • გამორიცხვის, დისკრიმინაციისა და უთანასწორობის მიმართ სენსიტიურობის გაზრდა
    • არაცნობიერი მიკერძოებების გაცნობიერება და მათი გადალახვის სწავლა
    • ინკლუზიური კულტურის აქტიური მხარდამჭერის (advocate) როლის განვითარება

    თემები:

    • მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მნიშვნელობა სამუშაო გარემოში
    • მრავალფეროვნების, ინკლუზიისა და თანასწორობის (Equity) არსი
    • ვინ ვართ ჩვენ? – იდენტობა
    • იდენტობის აისბერგის მოდელი
    • საკუთარი თავის „დაფარვა“ / „დამცირება“ (Covering/Downplaying)
    • მიკერძოებების გააზრება
    • მიკროაგრესიების მართვა
    • ინკლუზიური და არაინკლუზიური ენა
    • Inclusive Leadership Continuum – გზა არაცნობიერობიდან მხარდამჭერობამდე
    • ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა

    შესაძლო შემდგომი პროგრამები: