×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

  • linked1
  • fb11
  • ig11
Services menu polygon-open polygon-close
  • განწყობა & აზროვნება
  • ლიდერობა & მართვა
  • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
  • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
  • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
  • შეფასება & დიაგნოსტიკა
  • ქოუჩინგი
  • ყველა სერვისი
1-icon

იპოვე სერვისებში და მიდგომებში

  • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
ყველა სერვისი
2-icon

იპოვე რესურსებში

  • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
ყველა რესურსი

სამიზნე სეგმენტი

ყველა რგოლის მენეჯერი, თანამშრომელი

ხანგრძლივობა 2 დღე

12

რამდენი ხანი გრძელდება?

1 დღე

„Green Mindset“ პროგრამის მიზანია მონაწილეებს შესთავაზოს გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და მდგრადი განვითარების ტენდენციებისა და კონცეფციების კომპლექსური მიმოხილვა. პროგრამის ფარგლებში ისინი გაეცნობიან იდეებსა და პრაქტიკებს, რომელთა გამოყენებაც თავად, როგორც ინდივიდებს, შეუძლიათ უკვე მომდევნო დღიდანვე, რათა დადებითი გავლენა მოახდინონ საკუთარ გარემოზე. ეს ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ უკეთ გააცნობიერონ და აღიქვან საკუთარი როლი ორგანიზაციის მდგრადი განვითარების პროცესში.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია სასწავლო თამაში „SAVEARTH“. თამაში შექმნილია ისე, რომ მონაწილეები ჩაერთონ პროცესში საინტერესო და ინტერაქციული ფორმით, პარალელურად მიიღონ ძირითადი ცოდნა გარემოსდაცვითი მდგრადობის საკითხებზე და გააცნობიერონ გლობალური თანამშრომლობის მნიშვნელობა.

მონაწილეები იყოფიან 6 გუნდად, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა რეგიონს (ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ევროპა, აზია, აფრიკა და ოკეანეთი). თამაში გრძელდება დაახლოებით 4 საათი. მისი მთავარი მიზანია გუნდური მუშაობის საფუძველზე ნახშირბადის ემისიების შემცირება და მდგრადი, ნახშირბად-ნეიტრალური პლანეტის შექმნა.

ამ პროცესში მონაწილეები ასრულებენ სხვადასხვა გამოწვევებს და იღებენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რაც ეხმარებათ მიზნის მიღწევაში და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში.

Green Mindset პროგრამის მიზნები:

  • გარემოსდაცვითი მდგრადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება
  • გარემოს დაცვის ძირითადი კონცეფციებისა და კონტექსტის გააზრება
  • ეკომეგობრული ცხოვრების წესის ჩამოსაყალიბებლად პრაქტიკული მიდგომებისა და ჩვევების ათვისება

Green Mindset პროგრამის თემები

  • რატომ არის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ცნობიერება
  • მდგრადი განვითარების არსი და მისი მიზნები
  • კლიმატის ცვლილება – მიზეზებისა და შედეგების ანალიზი
  • სათბურის აირები, ნახშირბადის კვალი და განახლებადი ენერგია
  • ნარჩენების მართვა
  • მდგრადი სოფლის მეურნეობა
  • მდგრადი ურბანიზაცია
  • დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა და გლობალური კოლაბორაცია

შესაძლო შემდგომი პროგრამები:

პროგრამა შეიქმნა TBC Bank-ის (საქართველო) და DEVELOR-ის თანაავტორობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ორი ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამების ფარგლებში: EFSE Development Facility და GGF Technical Assistance Facility.

წარმოდგენილი შინაარსი ასახავს მისი შემქმნელი ორგანიზაციების ხედვას და არ წარმოადგენს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.

პროდუქტები ამ თემაზე

DEVELOR
Privacy Overview

This website uses cookies so that we can provide you with the best user experience possible. Cookie information is stored in your browser and performs functions such as recognising you when you return to our website and helping our team to understand which sections of the website you find most interesting and useful.