×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    სამიზნე სეგმენტი

    მენეჯერები და ლიდერები, რომლებიც ჩართულები არიან სტრატეგიული დაგეგმვისა და მიზნების დასახვის პროცესებში.

    ხანგრძლივობა 2 დღე

    8 - 12

    რამდენი ხანი გრძელდება?

    2 დღე

    დღევანდელ VUCA გარემოში ორგანიზაციებს სჭირდებათ, სწრაფად და მკაფიოდ დაალაინონ გუნდები სტრატეგიულ პრიორიტეტებთან. სტრატეგიული მენეჯმენტი OKR სისტემით – ტრენინგი სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს — ის უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ ჩარჩოს სტრატეგიული მიზნების განსაზღვრისა და მათი რეგულარული გადახედვისთვის.

    ეს პროგრამა განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებმაც უკვე დანერგეს OKR სისტემა, მაგრამ სურთ მისი პოტენციალის სრულად გამოყენება, ასევე მათთვის, ვინც გეგმავს დანერგვას ან იმყოფება განხორციელების პროცესში.

    Strategic Management with OKRs Training, Corporate Training, Business Training

    ტრენინგი ფოკუსირებულია Objectives and Key Results (OKR) სისტემის სწორ დანერგვასა და ეფექტურ გამოყენებაზე. სწორად გამოყენების შემთხვევაში, ეს არის ძლიერი და მოქნილი მიზნების დასახვის ინსტრუმენტი, რომელსაც წამყვანი კომპანიები იყენებენ გარდამტეხი ცვლილებების მისაღწევად.

    პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნობიან მიზნების პირამიდის (goal pyramid) სტრუქტურას და მის ელემენტებს, ასევე იმას, თუ როგორ ერწყმის OKR სისტემა ამ მოდელს. გავიმეორებთ სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში გამოყენებად ყველაზე მნიშვნელოვან ანალიტიკურ ინსტრუმენტებს, ვიმუშავებთ მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე და განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს.

    კურსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს OKR-ის პრინციპების პრაქტიკაში გამოყენებას — ტრანსფორმაციული მიზნების (Objectives) სწორად ფორმულირებას და მათთან დაკავშირებული, გაზომვადი შედეგების (Key Results) განსაზღვრას, რომლებიც ორიენტირებულია რეალურ შედეგებზე. პრაქტიკული სავარჯიშოები დაეხმარება მონაწილეებს შეინარჩუნონ სწორი ფოკუსი და დასახონ ამბიციური, მაგრამ რეალისტური მიზნები.

    ტრენინგის ბოლო ნაწილი ეძღვნება პროგრესის შენარჩუნებას ეფექტური კვარტალური და წლიური მიმოხილვების საშუალებით. მონაწილეები ისწავლიან, როგორ წარმართონ მოტივაციური და არაპენალტური შეფასების პროცესები, სწორად შეაფასონ Key Results და განასხვავონ შესრულების (execution) და ჰიპოთეზების (assumption) ხარვეზები, რაც მნიშვნელოვანია უწყვეტი სწავლისა და ორგანიზაციული თანხვედრისთვის.

    კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

    • სტრატეგიული კონცეფციებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებას ტრანსფორმაციული მიზნების შესაქმნელად
    • მაღალი ხარისხის Objectives და Key Results-ის განსაზღვრას, რომლებიც ორიენტირებულია გაზომვად და შედეგზე დაფუძნებულ ცვლილებებზე
    • ეფექტური კვარტალური და წლიური OKR მიმოხილვების ჩატარებას, რაც უზრუნველყოფს შესრულების მდგრადობასა და უწყვეტ განვითარებას

     

    ტრენინგის თემები:

     

    1. სტრატეგიული საფუძველი და ინსტრუმენტები
    • სტრატეგიის საფუძვლები: მიზნების პირამიდა და მისი ელემენტები
    • OKR-ის როლი და ადგილი
    • სტრატეგიული ანალიტიკური ინსტრუმენტები და მათი პრაქტიკული გამოყენება
    • გადაწყვეტილების მიღების ტექნიკები: პრიორიტეტიზაცია და კონსენსუსის მიღწევა
    2. OKR ჩარჩო და დანერგვა
    • OKR-ის საფუძვლები: განსხვავება OKR-სა და KPI-ს შორის
    • OKR-ების შექმნა პრაქტიკაში: ეფექტური OKR-ის წესები
    • ძირითადი პრინციპების გამოყენება რეალურ სიტუაციებში
    3. კვარტალური და წლიური მიმოხილვები
    • შეფასების სტრუქტურა და ქულების მინიჭება
    • კვარტალური და წლიური მიმოხილვები
    • წლიური OKR-ების განსაზღვრა და ორგანიზაციაში მათი ჰარმონიზაცია

     

    შესაძლო შემდგომი პროგრამები: