გაყიდვების წარმომადგენლები
ტექნიკური მხარდაჭერის თანამშრომლები
გაყიდვების მენეჯერები
8 - 12
2 დღე
ნამდვილად ვიცით, რატომ არის ერთი გაყიდვების წარმომადგენელი სხვაზე უფრო წარმატებული? რა განსაზღვრავს გაყიდვების ეფექტიანობას?
ხშირ შემთხვევაში შედეგს განსაზღვრავს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქცევის ნიმუშები, რომლებიც შესაძლოა თავად გაყიდვების სპეციალისტსაც კი არ ჰქონდეს გაცნობიერებული. მხოლოდ მოტივაცია არ არის საკმარისი – წარმატებისთვის აუცილებელია პროცესისა და მეთოდების ცოდნაც.
კონსულტაციური გაყიდვების პროცესი წარმოადგენს გააზრებულ, სტრუქტურირებულ მიდგომას, რომელიც ორიენტირებულია კლიენტის მოლოდინებსა და საჭიროებებზე. მისი მიზანია დაეხმაროს გაყიდვების წარმომადგენლებს მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვაში. მიდგომა ეფუძნება მარტივ პრინციპს: თუ კლიენტი ენდობა გაყიდვების წარმომადგენელს და ხედავს, რომ შეთავაზებული პროდუქტი ან მომსახურება სრულად შეესაბამება მის საჭიროებებსა და ბიუჯეტს, გაყიდვისთვის ბარიერები მნიშვნელოვნად მცირდება.

კურსი დეტალურად განიხილავს გაყიდვების პროცესის ეტაპებს – ბაზრისა და კლიენტის სპეციფიკის გათვალისწინებით. თითოეულ ეტაპზე განისაზღვრება მიზნები და ის ქცევები, რომლებიც საუკეთესო შედეგს იძლევა კლიენტის მოლოდინებისა და ქცევის ტიპის მიხედვით.
პრაქტიკული სავარჯიშოებისა და კომპანიის რეალურ სიტუაციებზე მორგებული ქეისების საშუალებით მონაწილეები სწავლობენ, როგორ დაგეგმონ და მართონ გაყიდვების სრული პროცესი ისე, რომ შედეგი იყოს გრძელვადიანი, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა.
Course objectives
Topics