×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    სამიზნე სეგმენტი

    გადაწყვეტილების მიმღები პირების, განვითარების პროგრამის სამიზნე ჯგუფის მენეჯერებისა და თავად სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლების ჯანსაღი კომბინაცია.

    რამდენი მონაწილე?

    6 - 9

    რამდენი ხანი გრძელდება?

    0,5 დღე

    მაღალი ჩართულობის მქონე, თამაშზე დაფუძნებული თიმბილდინგის პროგრამა, რომელიც სრულად ონლაინ ფორმატში ტარდება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამშრომლობისა და გუნდური ერთიანობის გაძლიერებაში. სწორედ ამას ემსახურება DEVELOR-ის ონლაინ თიმბილდინგის პროგრამები.

    Online teambuilding programs

    კურსის მიზნები

    • დინამიკურ ონლაინ აქტივობებში მონაწილეობა აძლიერებს გუნდურ სულისკვეთებას, აუმჯობესებს თანამშრომლობას და ზრდის პოზიტიურ ენერგიას
    • ჩართული და საინტერესო სიუჟეტები ქმნის თამაშზე დაფუძნებულ სასწავლო გამოცდილებას
    • სხვადასხვა ფორმისა და სირთულის გამოწვევები ავითარებს კრეატიულობას და პრობლემების გადაჭრის უნარს
    • საერთო მიზნის მიღწევაზე ორიენტირება ხელს უწყობს გუნდურ ერთიანობას და თანამშრომლობას
    • დებრიფინგის განხილვები ეხმარება მონაწილეებს მიღებული გამოცდილების ყოველდღიურ პრაქტიკაში გადატანაში
    • ერთობლივი სახალისო გამოცდილება აყალიბებს და აძლიერებს ურთიერთობებს, რაც გუნდის წევრებს ერთმანეთთან უფრო მარტივად დაკავშირებასა და ინტეგრაციას ეხმარება

    ჩვენი თითოეული თიმბილდინგის ღონისძიებას ატარებენ პროფესიონალი ტრენერები. გარდა იმისა, რომ პროგრამა უზრუნველყოფს საინტერესო და სახალისო გამოცდილებას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დისტანციური ან ჰიბრიდული გუნდების ეფექტური ონლაინ თანამშრომლობის განვითარებას. თითოეული გუნდი ასევე სწავლობს რეტროსპექტიული შეხვედრის პრინციპებს, რომლებიც გამოიყენება ეჯაილურ მეთოდოლოგიაში, და თამაშის გამოცდილებას საკუთარ ყოველდღიურ სამუშაო პრაქტიკას უკავშირებს. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები ტოვებენ ღონისძიებას პოზიტიურ განწყობაზე, ახალი ინსტრუმენტებითა და პრაქტიკული მიდგომებით, რომლებიც დაეხმარებათ დისტანციური თანამშრომლობის გაუმჯობესებაში.

    პროდუქტები ამ თემაზე