×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    სამიზნე სეგმენტი

    ყველა ლიდერი და თანამშრომელი, რომლებიც ხშირად აკეთებენ პრეზენტაციებს

    რამდენი მონაწილე?

    6 - 8

    რამდენი ხანი გრძელდება?

    2 დღე

    დღესდღეობით მხოლოდ ბრწყინვალე იდეა აღარ არის საკმარისი. მისი წარმოდგენის ფორმა განსაზღვრავს იმას, მიიქცევს თუ არა ის ყურადღებას და მიიღებს თუ არა საჭირო რესურსებს. მხარდაჭერის მოპოვებისთვის ან მნიშვნელოვანი გავლენის მოსახდენად აუცილებელია კარგად გავაცნობიეროთ, რა როლს თამაშობს ემოციები დარწმუნების პროცესში. ზოგი ადამიანი ინსტინქტურად ახერხებს აუდიტორიის ემოციებზე ზემოქმედებას, თუმცა მათაც შეუძლიათ კიდევ უფრო განვითარდნენ სხვადასხვა ტექნიკის შეგნებული გამოყენებით.

    კურსი მონაწილეებს აცნობს ემოციური გავლენის ტექნიკებს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს მათი პრეზენტაციის დამაჯერებლობას. ისინი ასევე ისწავლიან, როგორ მიიპყრონ და შეინარჩუნონ აუდიტორიის ყურადღება და როგორ წარადგინონ პრეზენტაცია ისე, რომ მან გავლენა მოახდინოს აუდიტორიის აზროვნებასა და ქცევაზე.

    Professional presentation - delivery

    ტრენინგის მონაწილეები საკუთარ პრეზენტაციებზე მუშაობის გზით – საფუძვლიანი მომზადების შემდეგ – ისწავლიან, როგორ გამოიყენონ კომუნიკაციის არხები შეგნებულად და როგორ ამოიცნონ აუდიტორიის რეაქციები, ამასთანავე მუდმივად შეინარჩუნონ ფოკუსი მთავარი მესიჯის ბუნებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რას წაიღებს აუდიტორია პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.

    კურსის მიზნები

    • პრეზენტაციის ეფექტურად ჩატარების უნარების განვითარება
    • სხეულის ენის, ვერბალური და ვოკალური სტილის შეგნებული გამოყენება და ადაპტირება ყურადღების გასაზრდელად და მესიჯის უკეთ გასაგებად
    • სასურველი მესიჯების მიღების ხელშეწყობა
    • საინტერესო პრეზენტაციის ეფექტურად გახსნისა და დასრულების მეთოდების გამოყენება
    • პრეზენტაციის ინსტრუმენტების სწორად გამოყენება (ფლიფჩარტი, PowerPoint)
    • აუდიტორიის ჩართვა და მართვა ინტერაქტიული ფორმით
    • აუდიტორიის წინაშე საუბრისას თვითდაჯერებულობის გაძლიერება

    თემები

    • TAP მოდელი: ჰარმონია თემას, აუდიტორიასა და პრეზენტატორს შორის
    • კომუნიკაციის არხების შეგნებული და ავთენტური გამოყენება
    • პრეზენტატორის შიშები და მათი მართვის გზები
    • აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება: ეფექტური დასაწყისისა და კითხვების დასმის ხელოვნება
    • მონაცემებისა და რიცხვების დამამახსოვრებელ გამოცდილებად გარდაქმნა
    • პროფესიონალური სტორითელინგი
    • დამამახსოვრებელი მთავარი მესიჯი

    პროდუქტები ამ თემაზე