ყველას, ვისაც ოდესმე შეხება ჰქონია პიროვნების ტიპოლოგიასთან, ალბათ შეუმჩნევია, რომ ადამიანებს ხშირად მარტივად ვათავსებთ გარკვეულ კატეგორიებსა და „ყუთებში”. მაგრამ რა მოხდება, თუ ვიტყვით, რომ კონკრეტულ კონტექსტში ჩვენში შეიძლება ერთდროულად არსებობდეს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ან თითქოს წინააღმდეგობრივი თვისებები? არის ეს პარადოქსი? შესაძლოა კი – მაგრამ Lumina სწორედ ამ პარადოქსს იღებს და მასზე აგებს თავის მიდგომას.
ტრენინგამდე მონაწილეებს ვთხოვთ შეავსონ ონლაინ კითხვარი, რომლის საფუძველზეც ვქმნით მათ Lumina Spark პროფილებს. მოდელი მარტივად გასაგებია, თუმცა 24 თვისების მეშვეობით ის ერთდროულად გვაძლევს პიროვნების ბევრად უფრო ღრმა ხედვას. ტრენინგის განმავლობაში ჩვენ ვეხმარებით მონაწილეებს საკუთარი პიროვნების აღმოჩენის გზაზე – ვაძლევთ შესაძლებლობას უკეთ დაინახონ და დააფასონ მრავალფეროვნება (მათ შორის საკუთარი „საპირისპირო” მხარეებიც) და შეძლონ სხვადასხვა კოლეგასთან კომუნიკაციის მიდგომის ადაპტირება.

ტრენინგის დროს ვმუშაობთ ინდივიდუალურ Lumina Spark პროფილებთან, სადაც ყურადღება გამახვილებულია პიროვნების ჰოლისტურ ხედვაზე – მის ფუნდამენტურ (Underlying), ყოველდღიურ (Everyday) და გადაჭარბებულ (Overextended) პერსონაზე, სტერეოტიპების, იარლიყებისა და კატეგორიებში ჩასმის გარეშე.
Lumina Splash არის ინტერაქტიული აპლიკაცია, რომლის ჩამოტვირთვაც მონაწილეებს შეუძლიათ, რათა ნებისმიერ დროს ჰქონდეთ წვდომა საკუთარ ციფრულ პროფილზე. ისინი ასევე შეძლებენ მისი გაზიარებას ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან კოლეგებთან QR კოდის საშუალებით, ან საკუთარი შედეგების შედარებას სხვა მონაწილეების პროფილებთან.
კურსის მიზნები
- საკუთარი პიროვნებისა და ინდივიდუალური თვისებების უკეთ გაგება
- საკუთარი ძლიერი მხარეების გამოყენება გუნდურ თანამშრომლობაში და საერთო შედეგების მისაღწევად
- უკეთესი ურთიერთობების შეგნებულად ჩამოყალიბება
- ავთენტურობის გაძლიერება
თემები
- შესავალი და მიზნები, „ფერების ბარათების სავარჯიშო”
- Lumina-ის 4 სწავლის პრინციპი
- 4 ფერი – ოთხი ფერის მოდელის წარმოდგენა, წყვილური სავარჯიშოები სამუშაო სიტუაციებზე დაფუძნებით და უკუკავშირით
- 8 ასპექტი – 8 ასპექტის დონეზე ბარათების განხილვა
- Lumina მანდალა, 24 თვისება – ინდივიდუალურ პროფილებთან მუშაობა, ჩემი პროფილი, თვისებების მანდალა
- 3 პერსონა – Underlying, Everyday და Overextended, ურთიერთობის დამყარება და მრავალფეროვნების დაფასება
- ერთობლივი შედეგების შექმნა: GROWS მოდელი და შემდეგი ნაბიჯები