×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    ოდესმე დაფიქრებულხართ, რა მოხდებოდა, თუ თქვენ არ იქნებოდით ის, ვინც ოფისს პირველია და ბოლო ტოვებს?
    რატომ გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ სამუშაო ყველაფერზე წინ დგას?
    თუ თქვენს ყოველდღიურობაში სტრესი დომინირებს, მნიშვნელოვანია იცოდეთ — გამოსავალი არსებობს. მენტალური ჯანმრთელობის დაცვა შესაძლებელია მარტივი და გონივრული ნაბიჯებით, დიდი რადიკალური ცვლილებების გარეშე.

    მოკლედ:

    • მენტალური კეთილდღეობა იწყება პატარა, მაგრამ თანმიმდევრული ჩვევებით — შესვენებების დაგეგმვით, ციფრული საზღვრების დაცვით და გადატვირთვის კონტროლით.
    • სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი აუცილებელია — სამუშაოს შემდეგ კომუნიკაციის შეზღუდვა, სტრესზე ღიად საუბარი და დახმარების მიღება რეალურ განსხვავებას ქმნის.
    • mindfulness-ის ტექნიკები და ჯანსაღი ურთიერთობები ამცირებს სტრესს და აძლიერებს მდგრადობას სწრაფ ტემპში მუშაობის პირობებში.
    • მენტალური ჯანმრთელობა არ არის დამატებითი კომფორტი — ის არის ეფექტიანობის, კმაყოფილებისა და გრძელვადიანი წარმატების საფუძველი.

    მენტალური ჯანმრთელობის საფუძველი სამუშაო გარემოში: შესვენებები — ან თუნდაც კარგი ყავა

    სანამ „მწვერვალების დაპყრობას“ დაიწყებთ, ჯერ შეჩერება ისწავლეთ. კვლევები აჩვენებს, რომ სულ 10-წუთიანი შესვენებაც კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კონცენტრაციასა და ენერგიას — თითქმის ისე, როგორც ყავა, მაგრამ დაღლის ეფექტის გარეშე.

    როცა გადატვირთულად გრძნობთ თავს, უბრალოდ შეისვენეთ: ღრმად ჩაისუნთქეთ, გაისეირნეთ ან რამდენიმე წუთით ფანჯარასთან გაჩერდით და გონება გადაატვირთეთ. ეს არ არის დროის დაკარგვა — ეს ეფექტიანობის ნაწილია.

    შესაძლოა ოფისში უცნაურად შეხედონ ლანჩის შემდეგ ძილს, მაგრამ უფრო ხანგრძლივი ყავის შესვენება ან მოკლე გასეირნება სრულიად რეალისტური არჩევანია.
    და რაც მთავარია — მუშაობს.

     

    საზღვრები მნიშვნელოვანია: თქვენ თანამშრომელი ხართ და არა 24/7 რეჟიმში ხელმისაწვდომი რესურსი

    იყო დრო, როცა სამუშაო საათები მკაფიოდ იყო განსაზღვრული და საღამოს ზარებიც იშვიათობა იყო. დღეს კი სამუშაო ხშირად პირად ცხოვრებაშიც „შემოდის“. ნაცნობია? საღამოს ელფოსტის შემოწმება ან შვებულებაზე სამუშაო ზარზე პასუხი? დროა ეს შეცვალოთ.

    საზღვრების დაწესება აუცილებელია ჯანსაღი ბალანსისთვის. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ დახურეთ ელფოსტა, გათიშეთ შეტყობინებები ან გამოიყენეთ „silent“ რეჟიმი. ასეთი მარტივი ნაბიჯები გეხმარებათ უკეთ დასვენებაში, ენერგიის აღდგენაში და საბოლოოდ — უფრო ეფექტურად მუშაობაში.

    გააზიარეთ თქვენი მდგომარეობა მანამ, სანამ ზედმეტად გადაიღლებით.

    გრძნობთ, რომ ძალან გადაიღალეთ? ორშაბათიდანვე პარასკევს ელით? პირველ რიგში გახოვდეთ, რომ მარტო არ ხართ რა არ გაჩუმდეთ ასეთ სიტუაციაში.

    თქვენი მენეჯერი ან HR ვერ წაიკითხავს თქვენს ფიქრებს, მაგრამ თუ გაუზიარებთ სირთულეებს, დიდი შანსია მხარდაჭერა მიიღოთ. შესაძლოა შეიცვალოს პრიორიტეტები, შემცირდეს დატვირთვა ან უბრალოდ მიიღოთ საჭირო მხარდაჭერა — რაც ხშირად საკმარისია მოტივაციის შესანარჩუნებლად.

    Mindfulness — არა მხოლოდ ტრენდი, არამედ პრაქტიკული ინსტრუმენტი.

    არ არის საჭირო იოგას პოზებში ჯდომა ან განსაკუთრებული გარემოს შექმნა. თუმცა ზოგჯერ რამდენიმე წუთიანი სუნთქვის ვარჯიში, ყურადღების ფოკუსირება ან მოკლე მედიტაციაც კი მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს.

    თუ დაამატებთ მარტივ პრინციპს — ყურადღების გადატანას მიმდინარე მომენტზე და არა წარსულსა თუ მომავალზე — შეძლებთ უკეთ მართოთ დატვირთული დღეები და შეინარჩუნოთ შინაგანი ბალანსი.

    mental health at work what can an employee do 02

    მხარდამჭერი კოლეგები: გუნდური კავშირების ძალა

    სამუშაო გარემოში სანდო კოლეგა ხშირად ყველაზე დიდი რესურსია — ზოგჯერ ერთი კარგი ყავაც კი არ სჭირდება, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც გესმის.
    კოლეგებთან ჯანსაღი ურთიერთობები ქმნის ემოციურ მხარდაჭერას და უფრო კომფორტულ სამუშაო გარემოს. რთულ დღეებში სწორედ ისინი გვახსენებენ, რომ მარტო არ ვართ და გვაძლევენ ენერგიას წინსვლისთვის.

    არ დაგავიწყდეთ: თქვენი კეთილდღეობა თქვენზეა დამოკიდებული

    მენტალური ჯანმრთელობა სამუშაო გარემოში არ არის დამატებითი კომფორტი — ეს აუცილებლობაა. საკუთარ თავზე ზრუნვა, საზღვრების დაცვა და დღის განმავლობაში მცირე პაუზების გამოყენება გეხმარებათ იყოთ უფრო ენერგიული და პროდუქტიული.

    და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: წაახალისეთ თქვენი მენეჯერი, რომ მხარი დაუჭიროს თქვენს კეთილდღეობას.
    ბოლოს და ბოლოს, კმაყოფილი თანამშრომელი არის ყველაზე ღირებული ინვესტიცია და ძლიერი ორგანიზაციის საფუძველი.

    იხილეთ ჩვენი მოკლე ვიდეოები მენტალური ჯანმრთელობის თემაზე!

     

    down-symbol

    ჰიბრიდული ოპერაციების მართვა