ნინას გამოცდილება ტრენერისა და კონსულტანტის როლში ეფუძნება როგორც ეროვნულ და საერთაშორისო ტრენინგებსა და საკონსულტაციო საქმიანობას, ასევე 15 წელზე მეტ მენეჯერულ გამოცდილებას. ჩატარებული აქვს 2000-ზე მეტი ტრენინგის დღე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა როგორც სტრატეგიული მოაზროვნე და შედეგებზე ორიენტირებული პროფესიონალი.
მისი წარმატება ტრენინგებისა და კონსულტირების სფეროში განპირობებულია მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილებით - როგორც უშუალო საველე მუშაობაში, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორებში წამყვან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მუშაობით.
| 2020 | ევროკავშირის EUNE პროგრამა, ექსპერტი |
| 2016 | DEVELOR Georgia, თანადამფუძნებელი; უფროსი ტრენერი; განვითარების ხელმძღვანელი |
| 2019-2020 | გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, პოლიტიკის ექსპერტი |
| 2010 - 2016 | მსოფლიო ბანკი (World Bank), კონსულტანტი |
| 2000 - 2016 | დამოუკიდებელი ტრენერი და პოლიტიკის კონსულტანტი |
| 2003 - 2015 | არაფორმალური განათლების ცენტრი, აღმასრულებელი დირექტორი |
| 2009 - 2014 | საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი |
ქართული, ინგლისური, გერმანული