გთავაზობთ DEVELOR Georgia-ს მმართველი დირექტორისა და DEVELOR Lithuania-ს მმართველი პარტნიორის, მარიამ დულსკიენეს ინტერვიუს Forbes Georgia-სთან, სადაც ის საუბრობს კორპორაციული სწავლების მომავალზე, ხელოვნური ინტელექტის როლზე ადამიანური უნარების განვითარებაში და DEVELOR-ის ახალ AI-ზე დაფუძნებულ სიმულაციურ პლატფორმაზე — AIBLE Simulations.
სტატიაში განხილულია, თუ როგორ იცვლება კომპანიების მოლოდინები თანამშრომელთა განვითარების მიმართ. დღეს მხოლოდ ცოდნის მიღება აღარ არის საკმარისი — სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რამდენად შეუძლია ადამიანს მიღებული ცოდნის რეალურ სამუშაო სიტუაციაში გამოყენება და რამდენად შესაძლებელია ამ პროცესში მიღწეული ქცევითი პროგრესის გაზომვა.

AIBLE Simulations სწორედ ცოდნასა და რეალურ ქცევას შორის არსებული სივრცის შევსებას ემსახურება. AI-ზე დაფუძნებული სიმულაციები მონაწილეებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხო გარემოში გაიარონ რეალისტური ბიზნესსიტუაციები, იურთიერთონ AI-პერსონაჟებთან, მიიღონ პერსონალიზებული უკუკავშირი, განსხვავებული მიდგომები პრაქტიკაში გამოსცადონ და საკუთარი პროგრესი კონკრეტული ქცევითი ინდიკატორების მიხედვით დაინახონ.
ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმასაც, რომ AI ტრენერს არ ანაცვლებს. AIBLE წარმოადგენს განვითარების პროცესის მხარდამჭერ ინსტრუმენტს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრენინგამდე — დიაგნოსტიკისთვის, ტრენინგის დროს — პრაქტიკისთვის, ხოლო შემდეგ — ცოდნის გასამყარებლად და ქცევითი პროგრესის გასაზომად. სწორედ ადამიანური გამოცდილებისა და ტექნოლოგიის კომბინაცია ქმნის შესაძლებლობას, კორპორაციული სწავლება უფრო პრაქტიკული, პერსონალიზებული და გაზომვადი გახდეს.
DEVELOR Georgia-ს მიზანია, თანამშრომელთა განვითარება ცოდნის მიღებიდან რეალურ ქცევით ცვლილებამდე მივიყვანოთ — ცვლილებამდე, რომლის დანახვა, გაზომვა და შემდგომი განვითარებაც შესაძლებელია.
ვრცელი ინტერვიუს წასაკითხად ეწვიეთ Forbes Georgia.