×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

  • linked1
  • fb11
  • ig11
Services menu polygon-open polygon-close
  • განწყობა & აზროვნება
  • ლიდერობა & მართვა
  • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
  • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
  • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
  • შეფასება & დიაგნოსტიკა
  • ქოუჩინგი
  • ყველა სერვისი
1-icon

იპოვე სერვისებში და მიდგომებში

  • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
ყველა სერვისი
2-icon

იპოვე რესურსებში

  • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
ყველა რესურსი

ემპათია ლიდერისთვის უბრალოდ სასურველი „რბილი უნარი“ აღარ არის – თანამედროვე სამუშაო გარემოში ის ეფექტური ლიდერობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. სწორედ ემპათია ეხმარება ლიდერს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების შექმნაში, თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდასა და ისეთი გარემოს ჩამოყალიბებაში, სადაც თითოეული ადამიანი თავს დაფასებულად და გუნდის სრულფასოვან წევრად გრძნობს.

თანამედროვე ლიდერებს ყოველდღიურად უწევთ სწრაფ ცვლილებებთან, გაურკვევლობასთან, თანამშრომელთა მზარდ მოლოდინებთან და შედეგებზე მუდმივ ზეწოლასთან გამკლავება. ასეთ რეალობაში მხოლოდ დავალებების სწორად განაწილება და გადაწყვეტილებების მიღება საკმარისი აღარ არის. მნიშვნელოვანია, ლიდერს შეეძლოს ადამიანების მოსმენა, მათი განსხვავებული ხედვისა და საჭიროებების დანახვა და იმის გაგება, თუ რა დგას კონკრეტული ქცევის, ემოციისა თუ რეაქციის უკან.

ამასთან, ემპათიური ლიდერობა სულაც არ ნიშნავს ზედმეტ ლოიალურობას, რთული საუბრებისთვის თავის არიდებას ან მოთხოვნების შემცირებას. პირიქით – ის გულისხმობს სიმტკიცისა და ადამიანურობის დაბალანსებას: რთულ საკითხებზე ღიად საუბარს, განსჯის გარეშე მოსმენას და ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც ადამიანებს აქვთ უსაფრთხოების, ნდობისა და დაფასების განცდა. სწორედ ასეთ გარემოში შეუძლიათ მათ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და საუკეთესო შედეგების მიღწევა.

ეს ელექტრონული წიგნი მომზადებულია Insights-ის — DEVELOR-ის სტრატეგიული პარტნიორის მიერ და დაგეხმარებათ უკეთ გაიაზროთ ემპათიის როლი თანამედროვე ლიდერობაში და მისი მნიშვნელობა ძლიერი, ჩართული და შედეგზე ორიენტირებული გუნდების განვითარებისთვის.

ვისთვის არის განკუთვნილი ელექტრონული წიგნი „ემპათიური ლიდერობის გზამკვლევი“?

ეს გზამკვლევი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს უკეთ გაიგოს ემპათიის როლი ლიდერობაში და ყოველდღიურ სამუშაო ურთიერთობებში:

  • ლიდერებისთვის, რომლებსაც სურთ გუნდთან უფრო ძლიერი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • მენეჯერებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომელთა ჩართულობის, კეთილდღეობისა და ეფექტიანობის გაზრდა;
  • HR და L&D პროფესიონალებისთვის, რომლებიც ორგანიზაციაში ადამიანზე ორიენტირებული ლიდერობის კულტურას ავითარებენ;
  • უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელებისთვის, რომლებსაც სურთ უფრო ინკლუზიური და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა;
  • ყველასთვის, ვისაც სურს ემპათიის უკეთ გააზრება და მისი პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენება.

რას აღმოაჩენთ გზამკვლევში?

  • უკეთ გაიაზრებთ, რა არის ემპათია სინამდვილეში და სად გადის ზღვარი ემპათიასა და თანაგრძნობას შორის;
  • გაიგებთ, რატომ გახდა ემპათია თანამედროვე ლიდერობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენცია;
  • აღმოაჩენთ, რა ქცევებითა და მიდგომებით გამოირჩევიან ემპათიური ლიდერები;
  • დაინახავთ, როგორ მოქმედებს ემპათიური ლიდერობა თანამშრომელთა ჩართულობაზე, შედეგიანობასა და ორგანიზაციაში დარჩენის სურვილზე;
  • გაეცნობით იმ გამოწვევებსაც, რომლებიც შეიძლება თან ახლდეს ემპათიას – მათ შორის ემოციურ გადაღლასა და გაუცნობიერებელ მიკერძოებებს;
  • გაიგებთ, როგორ ქმნის ემპათია საფუძველს ინკლუზიური გარემოსთვის, ახალი იდეებისთვის და ფსიქოლოგიური უსაფრთხოებისთვის;
  • აღმოაჩენთ, როგორ შეუძლია ემპათიურ ლიდერობას შეამციროს სტრესი და ხელი შეუწყოს რთულ სიტუაციებში უფრო გააზრებულ რეაგირებას;
  • მიიღებთ 5 პრაქტიკულ რეკომენდაციას, რომლებიც დაგეხმარებათ ემპათია ორგანიზაციული კულტურის ყოველდღიურ ნაწილად აქციოთ.

ჩამოტვირთეთ უფასო ელექტრონული წიგნი და გაიგეთ:

როგორ უწყობს ხელს თვითშემეცნება, მოქნილობა, თანაგრძნობა და ემოციური ინტელექტი ემპათიურ ლიდერობას.

როგორ ეხმარება აქტიური მოსმენა ლიდერებს უკეთ გაიგონ ადამიანების სიტყვების მიღმა არსებული რეალური საჭიროებები.

რატომ არ ასუსტებს ემპათია ლიდერობას და როგორ შეუძლია მას შედეგიანობისა და მედეგობის გაძლიერება.

როგორ შეუძლიათ ლიდერებს საკუთარი მაგალითით დაამკვიდრონ ემპათია და აქციონ ის ორგანიზაციის ძირითადი ღირებულებების განუყოფელ ნაწილად.

როგორ შევქმნათ უფრო ინკლუზიური კულტურა, სადაც განსხვავებული იდეები და ხედვები ღიად და დადებითად მიიღება.

როგორ უწყობს ხელს თანამშრომლებთან რეგულარული კომუნიკაცია და შემდგომი უკუკავშირი ნდობისა და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების გაძლიერებას.

როგორ აჩვენებს თანამშრომელთა არსებული უნარების განვითარებასა და ახალი უნარების შეძენაში ინვესტირება, რომ ორგანიზაცია რეალურად ზრუნავს მათ პროფესიულ მომავალზე.

როგორ უწყობს ხელს თანამშრომლებთან რეგულარული კომუნიკაცია და შემდგომი უკუკავშირი ნდობისა და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების გაძლიერებას.

როგორ შეუძლია პიროვნული პრეფერენციების უკეთ გაცნობიერებას კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესება.

ელექტრონული წიგნის ჩამოტვირთვა   Report-1

ციტატები ელექტრონული წიგნიდან

DEVELOR
Privacy Overview

This website uses cookies so that we can provide you with the best user experience possible. Cookie information is stored in your browser and performs functions such as recognising you when you return to our website and helping our team to understand which sections of the website you find most interesting and useful.