დღევანდელი ლიდერებისგან მოელიან, რომ მათ შეძლონ სტრატეგიულად აზროვნება, საკუთარი გუნდის მხარდაჭერა და მომავლის შთამაგონებელი ხედვის შექმნა — ხშირად მუდმივი წნეხის, სწრაფი ცვლილებებისა და ემოციური გადაღლის ფონზე.
სწრაფად ცვალებად სამუშაო გარემოში ლიდერობა მარტივად შეიძლება გადაიქცეს პრობლემების უწყვეტ „ჩაქრობად“. გადაუდებელი საკითხები მთელ ყურადღებას იპყრობს, გადაწყვეტილებები სულ უფრო რეაქტიული ხდება და თანდათან იზრდება სხვაობა იმ ლიდერს შორის, როგორიც ადამიანს სურს იყოს, და იმას შორის, თუ როგორ მართავს ის რეალურად ყოველდღიურ საქმიანობაში.
ეს პრაქტიკული სამუშაო რვეული ლიდერებს ეხმარება, დროებით შეჩერდნენ, გააანალიზონ საკუთარი მიდგომები და განავითარონ ლიდერობის უფრო მოქნილი სტილი. ხუთი თანმიმდევრული ნაბიჯისა და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით, ის ხელს უწყობს რეაქტიული ლიდერობიდან უფრო მაღალი თვითცნობიერების, ძლიერი ურთიერთობებისა და მომავლის უფრო მკაფიო ხედვისკენ გადასვლას.
ეს ელექტრონული წიგნი შექმნილია
Insights-ის,
DEVELOR-ის სტრატეგიული პარტნიორის მიერ.

ვისთვის არის განკუთვნილი ელექტრონული წიგნი „ხუთი ნაბიჯი ლიდერობის ახალი ხედვის ჩამოსაყალიბებლად“?
- ლიდერებისთვის, რომლებიც მუდმივი წნეხისა და მრავალ პრიორიტეტს შორის ბალანსის შენარჩუნების გამო თავს გადატვირთულად გრძნობენ.
- მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ გასცდნენ მხოლოდ მიმდინარე პრობლემებზე რეაგირებას და ლიდერობას უფრო გააზრებულად მიუდგნენ.
- მაღალი რგოლის ხელმძღვანელებისთვის, რომლებსაც სურთ კვლავ მკაფიოდ დაინახონ საკუთარი მიზანი და გრძელვადიანი ხედვა.
- HR და L&D პროფესიონალებისთვის, რომლებიც ლიდერების განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრუნავენ.
- ყველასთვის, ვისაც სურს გახდეს უფრო თვითცნობიერი, მოქნილი და ადამიანებზე ორიენტირებული ლიდერი.
რას ნახავთ ელექტრონულ წიგნში?
- პრაქტიკულ მიმოხილვას, თუ როგორ უკავშირდება ემოციური გადაღლა რეაქტიულ ლიდერობას.
- ხუთ თანმიმდევრულ ნაბიჯს, რომლებიც დაგეხმარებათ ჩამოაყალიბოთ უფრო გააზრებული და მომავალზე ორიენტირებული ლიდერობის სტილი.
- რეკომენდაციებს, როგორ გათავისუფლდეთ სტერეოტიპული წარმოდგენებისგან იმის შესახებ, თუ როგორი „უნდა იყოს“ ლიდერი.
- პრაქტიკულ სავარჯიშოებს თვითცნობიერების გასაძლიერებლად და საკუთარი ქცევითი პრეფერენციების უკეთ გასააზრებლად.
- Insights-ის ოთხი ფერის მოდელის გაცნობას.
- ლიდერობის ოთხ განსხვავებულ გამოვლინებას: შედეგებზე ორიენტირებული, ხედვაზე ორიენტირებული, ურთიერთობებზე ორიენტირებული და დაბალანსებული ლიდერობა.
- პრაქტიკულ ინსტრუმენტებს საკუთარი ლიდერული ძლიერი მხარეებისა და განვითარების პრიორიტეტების გამოსავლენად.
- სავარჯიშოებს, რომლებიც დაგეხმარებათ გააფართოოთ თქვენი ლიდერული მიდგომებისა და ქცევების სპექტრი.
- რეკომენდაციებს სხვა ადამიანების უკეთ აღქმისა და მათ მიმართ ცნობიერების გასაძლიერებლად.