სამუშაო გარემოში ცვლილება მხოლოდ ახალი სისტემების, სტრუქტურებისა თუ პროცესების დანერგვას არ გულისხმობს. ის, პირველ რიგში, ადამიანების დახმარებას ნიშნავს, რათა მათ შეძლონ ცვლილებებთან დაკავშირებულ გაურკვევლობასთან გამკლავება.
ზოგი თანამშრომელი ცვლილებებს ენერგიითა და ინტერესით ხვდება, სხვებისთვის კი იმავე პროცესმა შეიძლება სტრესი, შიში, იმედგაცრუება ან გაურკვევლობა გამოიწვიოს. ეს რეაქციები ძალიან ინდივიდუალურია და მათზე გავლენას ახდენს ადამიანის თავდაჯერებულობა, ურთიერთობები, საკუთარი როლისა და იდენტობის აღქმა, სამუშაო დატვირთვა და მომავლის მოლოდინები.
ეს ელექტრონული წიგნი ცვლილებების ადამიანურ მხარეს გვაჩვენებს და ლიდერებს ეხმარება უკეთ გაიაზრონ, რა დგას ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის უკან, როგორ გაითვალისწინონ ადამიანების განსხვავებული პიროვნული პრეფერენციები და როგორ შექმნან გარემო, რომელიც ხელს უწყობს მედეგობას, ადაპტაციის უნარსა და ცვლილებებისთვის მზადყოფნას.
ეს ელექტრონული წიგნი შექმნილია Insights-ის, DEVELOR-ის სტრატეგიული პარტნიორის მიერ.

ვისთვის არის განკუთვნილი ელექტრონული წიგნი „წინააღმდეგობიდან ცვლილებისთვის მზადყოფნამდე“?
- ლიდერებისთვის, რომელთა პასუხისმგებლობაცაა გუნდის მხარდაჭერა და წარმართვა ორგანიზაციული ცვლილებების პროცესში.
- HR და L&D პროფესიონალებისთვის, რომლებიც ორგანიზაციული ტრანსფორმაციის პროცესებს უჭერენ მხარს.
- მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ უკეთ გაიგონ, რატომ რეაგირებენ ადამიანები განსხვავებულად ცვლილებებსა და გაურკვევლობაზე.
- ცვლილებების მართვის პროფესიონალებისთვის, რომლებიც ადამიანებზე მეტად ორიენტირებულ მიდგომას ეძებენ.
- ყველასთვის, ვისაც სურს შექმნას უფრო მედეგი, ადაპტირებადი და ცვლილებებისთვის მზადმყოფი გუნდი.
რას ნახავთ ელექტრონულ წიგნში?
- სამუშაო გარემოში ცვლილებებისა და მათ მიმართ წინააღმდეგობის ადამიანზე ორიენტირებულ ხედვას.
- ემოციური და ფსიქოლოგიური ფაქტორების მიმოხილვას, რომლებიც ცვლილებებზე ადამიანების განსხვავებულ რეაქციებს განაპირობებს.
- განსხვავებას გარეგან ცვლილებასა და ცვლილებასთან შეგუების შინაგან პროცესს შორის.
- Insights-ის ოთხი ფერის ენერგიის გაცნობას და იმას, თუ როგორ შეიძლება მათ გავლენა მოახდინონ გაურკვევლობაზე რეაგირების გზებზე.
- სამუშაო გარემოში ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს.
- პრაქტიკულ რეკომენდაციებს, როგორ ვაწარმოოთ ცვლილებებთან დაკავშირებული კომუნიკაცია მეტი სიცხადითა და ემპათიით.
- შვიდ პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც გუნდებს ცვლილებებისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება.