წარმატებული ნეთვორქინგი მხოლოდ იმას არ გულისხმობს, რას ამბობთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, თუ როგორ მოქმედებს თქვენი კომუნიკაციის სტილი თქვენთან მოსაუბრე ადამიანზე.
კონფერენციებზე, პროფესიულ გამოფენებსა და სხვადასხვა ბიზნეს ღონისძიებაზე სრულიად განსხვავებული პრეფერენციების, მოლოდინებისა და კომუნიკაციის სტილის მქონე ადამიანებს ვხვდებით. მიდგომა, რომელიც ერთი ადამიანისთვის ბუნებრივი და საინტერესოა, სხვამ შეიძლება ზედმეტად ინტენსიურად, ბუნდოვნად ან დეტალურად აღიქვას.
საკუთარი კომუნიკაციის სტილის უკეთ გაცნობიერება და სხვა ადამიანების განსხვავებული საკომუნიკაციო პრეფერენციების ამოცნობა დაგეხმარებათ, ნეთვორქინგის დროს უფრო შინაარსიანი საუბრები წარმართოთ, შეამციროთ გაუგებრობის ალბათობა და უფრო სწრაფად ჩამოაყალიბოთ ნდობა.
ეს ელექტრონული წიგნი შექმნილია Insights-ის, DEVELOR-ის სტრატეგიული პარტნიორის მიერ.

ვისთვის არის განკუთვნილი ელექტრონული წიგნი „Insights-ის ნეთვორქინგის გზამკვლევი“?
- პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ ნეთვორქინგის დროს თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ.
- ლიდერებისა და მენეჯერებისთვის, რომლებიც კონფერენციებს, პროფესიულ გამოფენებსა და სხვადასხვა ბიზნეს ღონისძიებას ესწრებიან.
- გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალებისთვის, რომელთა საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია ახალი პროფესიული ურთიერთობების დამყარება.
- HR და L&D პროფესიონალებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ეფექტური კომუნიკაციითა და თვითცნობიერების განვითარებით.
- ყველასთვის, ვისაც სურს უფრო ძლიერი, გულწრფელი და გრძელვადიანი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება.
რას ნახავთ ელექტრონულ წიგნში?
- Insights-ის ფერადი ენერგიების მოდელისა და მისი ძირითადი პრინციპების გაცნობას.
- როგორ აისახება განსხვავებული საკომუნიკაციო პრეფერენციები ადამიანების ქცევაზე ნეთვორქინგის დროს.
- თითოეული ფერადი ენერგიისთვის დამახასიათებელ ძლიერ მხარეებსა და შესაძლო გამოწვევებს.
- პრაქტიკულ რეკომენდაციებს, როგორ ამოიცნოთ სხვა ადამიანის სასურველი კომუნიკაციის სტილი.
- რჩევებს, როგორ მოარგოთ ნეთვორქინგის მიდგომა Fiery Red, Sunshine Yellow, Earth Green და Cool Blue პრეფერენციების მქონე ადამიანებს.
- თვითცნობიერებისა და სხვების უკეთ გაცნობიერების მნიშვნელობას პროფესიული წარმატებისთვის.
- რეკომენდაციებს, როგორ მოარგოთ კომუნიკაცია უფრო ინტროვერტულ და ექსტრავერტულ პრეფერენციებს.
- პრაქტიკულ მიდგომებს, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო სწრაფად ჩამოაყალიბოთ ნდობა და წარმართოთ უფრო შინაარსიანი და ღირებული საუბრები.