ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას შეუძლია მნიშვნელოვნად განსაზღვროს გუნდის წარმატება — თუმცა ბევრ სამუშაო გარემოში თანამშრომლები კვლავ თავს იკავებენ პრობლემებზე ღიად საუბრისგან, გადაწყვეტილებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა თუ საკუთარი შეცდომების აღიარებისგან.
როდესაც ადამიანებს ეშინიათ განსჯის, დასჯის ან შესაძლო უარყოფითი გავლენის საკუთარ კარიერაზე, მნიშვნელოვანი იდეები ხშირად გამოუთქმელი რჩება, რისკები შეუმჩნეველი ხდება, ხოლო მცირე პრობლემები დროთა განმავლობაში შესაძლოა სერიოზულ გამოწვევებად გადაიზარდოს. ფსიქოლოგიური უსაფრთხოების ნაკლებობამ ასევე შეიძლება შეამციროს თანამშრომელთა ჩართულობა, ხელი შეუწყოს არაჯანსაღი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას და შეასუსტოს ნდობა გუნდში.
ეს ელექტრონული წიგნი გვაჩვენებს, რა როლი აქვთ ლიდერებს ფსიქოლოგიურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაში და გვთავაზობს პრაქტიკულ მიდგომებს ისეთი კულტურის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ეფუძნება ღიაობას, სწავლას, ემპათიასა და პასუხისმგებლობას.
ეს ელექტრონული წიგნი შექმნილია Insights-ის, DEVELOR-ის სტრატეგიული პარტნიორის მიერ.

ვისთვის არის განკუთვნილი ელექტრონული წიგნი „ლიდერობა ფსიქოლოგიურად უსაფრთხო სამუშაო გარემოში“?
- ლიდერებისთვის, რომლებსაც სურთ, თანამშრომლებმა საკუთარი აზრი უფრო ღიად და თავდაჯერებულად გამოხატონ.
- მენეჯერებისთვის, რომლებიც ცდილობენ გუნდში ნდობის, ჩართულობისა და ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
- HR და L&D პროფესიონალებისთვის, რომლებიც მუშაობენ ლიდერობის, ორგანიზაციული კულტურისა და ინკლუზიური გარემოს განვითარების მიმართულებით.
- მაღალი რგოლის ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინოვაციებზე, შედეგებზე და ორგანიზაციული რისკების მართვაზე.
- თანამშრომლებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი წვლილი შეიტანონ უფრო ღია, უსაფრთხო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს შექმნაში.
რას ნახავთ ელექტრონულ წიგნში?
- მკაფიო განმარტებას, რას ნიშნავს ფსიქოლოგიური უსაფრთხოება სამუშაო გარემოში.
- მიზეზებს, რის გამოც თანამშრომლებმა შეიძლება თავი შეიკავონ საკუთარი იდეების, პრობლემებისა თუ შეცდომების ღიად გაზიარებისგან.
- თანამშრომელთა დუმილის შესაძლო გავლენას ორგანიზაციაზე, მის შედეგებსა და ფინანსურ მაჩვენებლებზე.
- როგორ ვლინდება ფსიქოლოგიური უსაფრთხოება ყოველდღიურ ქცევებსა და ურთიერთობებში.
- ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას, ინოვაციებსა და გუნდის ეფექტურობას შორის კავშირს.
- ექვს პრაქტიკულ ნაბიჯს, რომელთა გადადგმაც ლიდერებს უფრო უსაფრთხო და ღია სამუშაო გარემოს შესაქმნელად შეუძლიათ.
- რეკომენდაციებს თანამშრომლებისთვის, თუ როგორ შეუძლიათ თავადაც შეუწყონ ხელი ფსიქოლოგიური უსაფრთხოების გაძლიერებას.
- პრაქტიკულ მიდგომებს უკუკავშირის, რთული საუბრებისა და შეცდომებიდან სწავლისთვის.
- თვითცნობიერების, ემპათიისა და სხვების უკეთ გაცნობიერების მნიშვნელობას ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.