×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

  • linked1
  • fb11
  • ig11
Services menu polygon-open polygon-close
  • განწყობა & აზროვნება
  • ლიდერობა & მართვა
  • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
  • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
  • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
  • შეფასება & დიაგნოსტიკა
  • ქოუჩინგი
  • ყველა სერვისი
1-icon

იპოვე სერვისებში და მიდგომებში

  • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
ყველა სერვისი
2-icon

იპოვე რესურსებში

  • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
ყველა რესურსი

თარიღი

29 სექტემბერი, 2026
19:00-21:00

მისამართი

Tbilisi ROOMS მ.კოსტავას 14

აუდიტორია

HR, L&D პროფესიონალები და ლიდერები

მედეგობა გვეხმარება ცვლილებებისა და გამოწვევების დროს შევინარჩუნოთ ეფექტიანობა, ვმართოთ საკუთარი ენერგია და ფოკუსი კონკრეტულ მოქმედებებსა და შედეგებზე გადავიტანოთ.

შეხვედრაზე თქვენ გაიგებთ:

  • როგორ მოქმედებს მუდმივი ცვლილებები და გაურკვევლობა ჩვენს აზროვნებაზე, ემოციებსა და მოქმედების უნარზე და რა გვეხმარება რთულ გარემოში მედეგობის შენარჩუნებაში.
  • როგორ გავმიჯნოთ ის, რისი შეცვლა და რაზეც გავლენის მოხდენა შეგვიძლია, იმ საკითხებისგან, რომლებიც ჩვენს კონტროლს სცდება და როგორ მივმართოთ ენერგია იქ, სადაც რეალური შედეგის მიღწევა შეგვიძლია.
  • როგორ გადავერთოთ პრობლემაზე ფიქრიდან გამოსავლის ძიებაზე, შევხედოთ გამოწვევებს ახალი პერსპექტივით და ვაქციოთ რთული გამოცდილება სწავლისა და განვითარების შესაძლებლობად.

DEVELOR ექსპერტები

EK

ეკა ხოფერია

ESG სასწავლო გამოცდილების მიმართულების ხელმძღვანელი

ბიზნეს ტრენერი | ქოუჩი | სასწავლო პროგრამების დიზაინერი

ეკა ხოფერია DEVELOR-ის ESG Learning Experience მიმართულების ხელმძღვანელი, ბიზნეს ტრენერი და ქოუჩია, რომელსაც ბიზნესის მართვის 20-წლიანი და ლიდერობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. მისი ძირითადი მიმართულებებია ლიდერობა, პიროვნული განვითარება, მენტალური მედეგობა და ESG. ეკა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თვითშემეცნებას, აზროვნების განვითარებასა და ადამიანების მხარდაჭერას ცვლილებებისა და გამოწვევების მართვის პროცესში.

linkedin-whh

DEVELOR ექსპერტები

ეკა ხოფერია

ESG სასწავლო გამოცდილების მიმართულების ხელმძღვანელი

ბიზნეს ტრენერი | ქოუჩი | სასწავლო პროგრამების დიზაინერი

ეკა ხოფერია DEVELOR-ის ESG Learning Experience მიმართულების ხელმძღვანელი, ბიზნეს ტრენერი და ქოუჩია, რომელსაც ბიზნესის მართვის 20-წლიანი და ლიდერობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. მისი ძირითადი მიმართულებებია ლიდერობა, პიროვნული განვითარება, მენტალური მედეგობა და ESG. ეკა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თვითშემეცნებას, აზროვნების განვითარებასა და ადამიანების მხარდაჭერას ცვლილებებისა და გამოწვევების მართვის პროცესში.

linkedin-whh
EK

DEVELOR-ის შესახებ

DEVELOR არის საერთაშორისო ტრენინგისა და განვითარების კომპანია, რომელიც წარმოდგენილია 15-ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენთვის სწავლა მხოლოდ ცოდნის გადაცემას არ ნიშნავს – ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ორგანიზაციები რეალურად იზრდებიან და ვითარდებიან.

ჩვენი მიზანია ორგანიზაციებში ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომელიც გრძელვადიან შედეგებს ქმნის – აზროვნებაში, ქცევაში და მუშაობის მიდგომაში. სწორედ ამიტომ, თითოეულ პარტნიორთან ვმუშაობთ ინდივიდუალურად: ვაიდენტიფიცირებთ მათ გამოწვევებს და ვქმნით მათზე მორგებულ განვითარების პროგრამებს.

ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ორგანიზაციები იქმნებიან ძლიერი ადამიანებითა და გუნდებით. ამიტომ, ჩვენი მუშაობა მიმართულია არა მხოლოდ ცოდნის გაზიარებაზე, არამედ რეალურ ცვლილებაზე – იმაზე, რაც ყოველდღიურ მუშაობაში იგრძნობა.

DEVELOR-ში ვიყენებთ თანამედროვე მეთოდებსა და ინოვაციურ მიდგომებს, რათა მივაღწიოთ ისეთ შედეგებს, რომლებიც მოლოდინებს აღემატება.

ჩვენ ვეხმარებით გუნდებს – გამოავლინონ მათი სრული პოტენციალი სამუშაო ადგილას.

რა არის „ყავა DEVELOR-თან“

„ყავა DEVELOR-თან“ არის შეხვედრების სერია, სადაც ვქმნით სივრცეს HR და ბიზნეს ლიდერებისთვის – გამოცდილების გაზიარებისათვის.
ეს არ არის უბრალოდ ღონისძიება – ეს არის გარემო, სადაც რეალურ თემებზე ვსაუბრობთ: იმაზე, რაც დღეს მნიშვნელოვანია ბიზნესისათვის – ლიდერობა, გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია, გაყიდვები და გუნდების განვითარება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ადგილი, სადაც ადამიანები არა მხოლოდ უსმენენ, არამედ ერთვებიან, აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და სწავლობენ ერთმანეთისგან.

DEVELOR
Privacy Overview

This website uses cookies so that we can provide you with the best user experience possible. Cookie information is stored in your browser and performs functions such as recognising you when you return to our website and helping our team to understand which sections of the website you find most interesting and useful.