×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    დისტანციური მუშაობა დღეს უფრო და უფრო შესაძლებელი და ხშირად აუცილებელიც ხდება. იქნება ეს შეგნებული არჩევანი თუ იძულებითი ნაბიჯი, მას ბევრი უპირატესობა აქვს. თუმცა, home office თავის მხრივ სერიოზულ გამოწვევებსაც ქმნის. სტატისტიკის მიხედვით, თანამშრომლები ხშირად უფრო პროდუქტიულები არიან ოფისის გარეთ მუშაობისას, აქვთ უკეთესი work-life balance და ზოგავენ ხარჯებს (ტრანსპორტი, კვება და სხვა). თუმცა, ამავე დროს, ისინი უფრო მოწყვლადები ხდებიან სხვადასხვა ფაქტორების მიმართ: მუშაობენ მეტ საათს, უჭირთ დღის ბოლოს სამუშაოსგან გამორთვა, აქვთ კომუნიკაციის სირთულეები, განიცდიან მარტოობას, ადვილად ეფანტებათ ყურადღება და ხშირად ერწყმის ერთმანეთს სამუშაო და პირადი ცხოვრება.

    გქონდეთ საკუთარი სამუშაო სივრცე სახლში

    სახლში გამოყავით კონკრეტული ადგილი, სადაც შეუფერხებლად შეძლებთ მუშაობას. იდეალურ შემთხვევაში ეს ცალკე ოთახია, თუმცა შეიძლება იყოს უბრალოდ მაგიდა ან კუთხე, რომელიც მხოლოდ სამუშაოსთვის არის განკუთვნილი. ეს დაგეხმარებათ სამუშაოსა და პირადი ცხოვრების გამიჯვნაში. თუ მუდმივი ადგილი არ გაქვთ, შეგიძლიათ შექმნათ მოძრავი სამუშაო სივრცე – ყველა საჭირო ნივთი ერთ ყუთში, რათა მარტივად მოიწყოთ სამუშაო ადგილი ნებისმიერ ოთახში.

    მოიშორეთ ყურადღების გამფანტავი ფაქტორები

    როცა სამუშაო სივრცე გაქვთ, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შეამციროთ ის, რაც ყურადღებას გაფანტავთ. ტელევიზორი, სპორტული ნივთები ან სხვა საყოფაცხოვრებო დეტალები შეიძლება მარტივად გახდეს დისტრაქციის წყარო. ასევე მნიშვნელოვანია შეთანხმება ოჯახის წევრებთან – როდის შეიძლება შეგაწყვეტინონ და როდის არა.

    განსაზღვრეთ სამუშაო საათები

    მოექეცით თქვენს დღეს ისე, როგორც ჩვეულებრივ სამუშაო დღეს. განსაზღვრეთ სამუშაო საათები და მაქსიმალურად დაიცავით ისინი. მაგალითად, დაიწყეთ მუშაობა დილის 8 საათზე და დაასრულეთ საღამოს 5 საათზე. თუ ეს შეუძლებელია, განსაზღვრეთ დროის ბლოკები (მაგალითად, 10:00-11:30 კონცენტრირებული მუშაობა, 13:00-15:00 შეხვედრები). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღის დასრულების დროის დაფიქსირება. ეს დაგეხმარებათ არ გადააჭარბოთ სამუშაო საათებს და შეინარჩუნოთ ბალანსი.

    შექმენით ყოველდღიური და კვირეული გეგმა

    დღის დაწყებამდე დაგეგმეთ თქვენი საქმეები. ჩამოწერეთ ამოცანები და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები იმ დროს გააკეთეთ, როცა ყველაზე პროდუქტიული ხართ. არ დაგავიწყდეთ შესვენებების ჩასმა და დღის დასრულების დროის განსაზღვრა. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ დრო ინტერნეტის გარეშე, რათა უკეთ კონცენტრირდეთ.

    განსაზღვრეთ კომუნიკაციის წესები და სიხშირე

    დისტანციური მუშაობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია წინასწარ შეთანხმდეთ თქვენს მენეჯერთან და გუნდთან – რა სიხშირით, რა ფორმატში და რა დეტალით უნდა იყოს კომუნიკაცია. იგივე პრინციპი მნიშვნელოვანია ოჯახთანაც. ტექნოლოგიური საშუალებები, როგორიცაა Zoom, Skype და სხვა, მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არ იყოთ მუდმივად ხელმისაწვდომი ყველგან. განსაზღვრეთ, რომელ არხს რამდენად ხშირად ამოწმებთ (მაგალითად, ელფოსტა ყოველ 2 საათში, მესენჯერი საათში ერთხელ და ა.შ.). მუდმივი ხელმისაწვდომობა ნიშნავს ნაკლებ კონცენტრაციას.

    შექმენით სამუშაო დღის დასრულების რიტუალი

    ოფისიდან სახლში დაბრუნებისას გვქონდა დრო, რომ „გაგვეთიშა“ სამუშაოსგან. დისტანციურ მუშაობაში ეს ბუნებრივად აღარ ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია შექმნათ საკუთარი რიტუალი. დღის ბოლოს გადახედეთ შესრულებულ ამოცანებს, ჩამოწერეთ დარჩენილი საქმეები და დაგეგმეთ შემდეგი დღე. სამუშაო დღე დაასრულეთ კომპიუტერის გამორთვით და ეცადეთ, აღარ შეამოწმოთ სამუშაო ელფოსტა. საჭიროების შემთხვევაში, გამორთეთ ელფოსტა ტელეფონში. დასვენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მუშაობა.

    შეინარჩუნეთ სოციალური კავშირები

    სახლიდან მუშაობა არ ნიშნავს იზოლაციას. რეგულარული ზარები, ონლაინ შეხვედრები და ვიდეო კომუნიკაცია დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კავშირი გუნდთან. შეგიძლიათ არაფორმალური ონლაინ შეხვედრებიც დაგეგმოთ – მაგალითად, ერთად ყავის დალევა ან მოკლე საუბარი სამუშაოს მიღმა თემებზე.

    სახლიდან მუშაობა მარტივი არ არის

    მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა უკვე სცადა, ეს არ არის ისეთი მარტივი, როგორც ჩანს. ბევრს უჭირს ყველა ამ წესის პრაქტიკაში განხორციელება. მთავარი სირთულე სწორედ იმპლემენტაციაშია – სწორი არჩევანის გაკეთება, გადაწყვეტილების მიღება და ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ამ პროცესში ჩვენი Efficiency at Home პროგრამის საშუალებით, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი დისტანციური ფორმატისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

    down-symbol

    ჰიბრიდული ოპერაციების მართვა