×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    Attila Baranyai, Chief Learning Officer, Develor Hungaryპროფესიული პრეზენტაციების დაგეგმვა!

    არც ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ ტოპ მენეჯერთან პრეზენტაციის მომზადების დროს, შოკში ჩავვარდი, როცა აღმოვაჩინე, რომ ის აპირებდა ეჩვენებინა PowerPoint სლაიდი, რომელზეც 1600 სიმბოლოს შემცველი ტექსტური ბლოკი იყო განთავსებული. უნდა ვთქვა, ეს თითქმის მსოფლიო რეკორდია! პრობლემა ისაა, რომ ასეთი სლაიდი უკვე სლაიდი აღარ არის — უფრო დოკუმენტია. შედარებისთვის, რობერტ ფროსტის ლექსი Waiting შეიცავს 204 სიტყვას და გამოტოვებებთან ერთად სულ 1086 სიმბოლო აქვს. ვინ იფიქრებდა მის ერთ სლაიდზე ჩვენებაზე? მიუხედავად ამისა, ჩვენ თავდაჯერებით ვუჩვენებთ კოლეგებს ბევრად უფრო გრძელ bullet point სიებსა და ძალიან წვრილი ასოებით დაწერილ დიაგრამებს. ამით ჩვენს აუდიტორიას ვაპროგრამებთ, რომ მონაცემები წაიკითხონ და მოიწყინონ, ნაცვლად იმისა, რომ პრეზენტაციას მიაქციონ ყურადღება.

    გარრ რეინოლდსის მიხედვით, სლაიდს, რომელზეც 50-ზე მეტი სიტყვაა, ეწოდება SLIDUMENT. სიტყვა SLIDUMENT ორი სიტყვის შერწყმის შედეგია და ნიშნავს სლაიდს, რომელიც უფრო დოკუმენტს ჰგავს.

    ბევრი მენეჯერი ფასი/ღირებულების თანაფარდობას სლაიდებზეც ეძებს და შეიძლება ფიქრობდეს, რომ სლაიდებიც სმ²-ებში იზომება და მათი სივრცე მაქსიმალურად უნდა შეივსოს. კარგი პრეზენტაცია დამოკიდებული არ არის სლაიდების რაოდენობაზე; ის უფრო დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერ და რამდენ ხანს ახდენს პრეზენტატორი გავლენას აუდიტორიაზე. ძვირფასო მკითხველო, ალბათ ახლა გაგახსენდათ შემთხვევები, როცა კოლეგებს სთხოვდით, თავიანთი გზავნილი გარკვეული რაოდენობის “სლაიდებში” ჩაეტიათ.

    ამ ტოპ მენეჯერს ასეთი კითხვა დავუსვით: გინდათ, რომ აუდიტორიამ თქვენ მოგისმინოთ, თუ ეკრანზე ნაჩვენები ინფორმაცია წაიკითხოს? მან პირველი ვარიანტი აირჩია. ამის შემდეგ ერთად შევცვალეთ საწყისი სლაიდი და მოგვიანებით შესაბამისად მთლიანად პრეზენტაციაც.

    პრეზენტაციების სამყაროში, მათ შორის ბიზნეს პრეზენტაციებშიც, სადაც სლაიდების პროეცირება გამოიყენება, სერიოზული ტექნოლოგიური წინსვლის ეპოქაში ვცხოვრობთ და ჩვენს ხელთ შესანიშნავი ინსტრუმენტებია. თუმცა სწორედ ეს ინსტრუმენტები შეიცავს ყველაზე დიდ შინაგან ხაფანგებს. როცა კომპიუტერთან ვსხდებით, ავტომატურად გვიჩნდება იმპულსი, რომ პირველი სლაიდების აწყობით დავიწყოთ.

    ყველაზე საინტერესო ტექნიკური გაჯეტიც კი თავისით ვერავის დაარწმუნებს ვერაფერში. პრეზენტაციის ცენტრში უნდა იყოს პრეზენტატორი და მისი ისტორია. აუცილებელია, რომ პრეზენტაცია ლოგიკურად იყოს აგებული და მთავარი პუნქტები არგუმენტებით იყოს გამყარებული, მაგრამ ეს შეიძლება საკმარისი მაინც არ იყოს ვინმეს დასარწმუნებლად. აუცილებელია, რომ პრეზენტატორმა აუდიტორიის ემოციებზე იმოქმედოს, რათა თავისი იდეა ან გზავნილი “გაყიდოს”. ცვლილების გზა ემოციებზე გადის. გამორჩეული პრეზენტატორები მარტივი გზავნილებით ურთიერთობენ და ამას ვნებით აკეთებენ. აუდიტორია გრძნობს გზავნილის მნიშვნელობას და ეს მათ მოქმედებისკენ უბიძგებს. სწორედ ასეთ გავლენას ვცდილობთ მივაღწიოთ — რომ პარტნიორები მოქმედებაზე წავახალისოთ. იყიდონ! მიიღონ ჩვენი იდეები, სერვისები ან პროდუქტი! ამიტომ, ყოველი პრეზენტაცია გარკვეულწილად გაყიდვის სიტუაციაც არის, სადაც ზემოთქმულ იდეებს ვყიდით.

    პრეზენტატორის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა დაადგინოს, რა არის ის, რის “გაყიდვასაც” ცდილობს. რა სახის ცვლილების მიღწევა სურს პარტნიორებში? რა არის საჭირო ამ ცვლილების მისაღწევად?

    სანამ კომპიუტერს საერთოდ ჩავრთავთ (!) საჭიროა ზემოთხსენებული იდეები კარგად გავიაზროთ. სამუშაოს ტექნიკური მხარე მხოლოდ პრეზენტაციის მიზნისა და გზავნილების გააზრების შემდეგ უნდა დაიწყოს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკური ინსტრუმენტები ჩვენი გზავნილის გასაძლიერებლად გამოვიყენოთ და არა ის დავუშვათ, რომ ინსტრუმენტებმა ჩვენ გვმართონ! თუ წინასწარ ჩამოვწერთ მიზანსა და გზავნილებს, ეს დაგვეხმარება ფოკუსის შენარჩუნებაში როგორც ვიზუალური მასალის მომზადებისას, ისე თავად პრეზენტაციის დროს.

    მთავარი პუნქტების ჩამოწერის გარდა, კარგია პრეზენტაცია ინტერაქტიულადაც მოამზადოთ! პრეზენტაციისას ტიპური შეცდომაა, როცა პრეზენტატორი მხოლოდ იმაზე ლაპარაკისთვის ემზადება, რაც თავად მიაჩნია მნიშვნელოვნად, და საერთოდ არ ფიქრობს, აუდიტორიას რისი მოსმენა შეიძლება უნდოდეს. ეს პრეზენტატორსა და აუდიტორიას შორის უხილავ კედელს ქმნის. პროფესიონალი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად დაამყაროს კავშირი აუდიტორიასთან და შეძლოს მათი აქტიურად ჩართვა პრეზენტაციაში. ბუნებრივია, თუ ის კარგად არის მომზადებული, კითხვების არ ეშინია.

    სტატია Attila Baranyai-სგან, Chief Learning Officer @ Develor Hungary

    down-symbol

    ჰიბრიდული ოპერაციების მართვა