×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

     

    სამყარო კომპლექსურია. სწორისა და არასწორის გარჩევა ბუნდოვანია. სტაბილურობა არ არსებობს.

    მოვლენების უმეტესობას აქვს მრავალი მნიშვნელობა, რომელთა დანახვაც ხშირად რთულია. ასეთ რეალობაში არსებობის შესანარჩუნებლად კომპანიები მიმართავენ მოქნილ მიდგომას.

    მრავალ ინდუსტრიაში ისინი ცდილობენ და გადიან მოქნილ ტრანსფორმაციას. ამზადებენ თანამშრომლებს და აძლევენ სკრამ-მასტერის სერტიფიკატებს. ქირაობენ მოქნილი ტრანსფორმაციის კონსულტანტებს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში საბოლოოდ იღებენ ჰიბრიდულ მოდელს.

    სად არის პრობლემა?

    მაშინაც კი, როდესაც არსებობს მოქნილი მეთოდოლოგიების ცოდნა, ლიდერებს ხშირად აკლიათ საჭირო უნარები და რუტინები. მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგებზე მიიღეს მოქნილი მეთოდოლოგიების სრული ცოდნა, მათ არ იციან, რეალურად როგორ იმოქმედონ ყოველდღიურ სამუშაოში განსხვავებულად. ასევე ადამიანებს აკლიათ შესაბამისი აზროვნება, რომ იმუშაონ მოქნილი პრინციპებით.

    მიუხედავად იმისა, რომ იციან, თითქოს უნდა იყვნენ მოქნილები, მათი აზროვნება მაინც ტრადიციულ გარემოში რჩება.

    როგორც წამყვანი ტრენინგისა და საკონსულტაციო კომპანია, DEVELOR მიზნად ისახავს უნარების განვითარებას, შესაბამისი რუტინების დანერგვას და აზროვნების ცვლილებას, რათა დაგეხმაროთ მოქნილ სამუშაო რეჟიმზე გადასვლაში.

    Agile Package by DEVELOR

    DEVELOR-ის მოქნილი აზროვნებისა და უნარების განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს ლიდერებს პრაქტიკული შესაძლებლობებით, რათა დანერგონ, განახორციელონ და მართონ მოქნილი სამუშაო რუტინები. ასევე აყალიბებს მოქნილ აზროვნებას იმ ადამიანებში, რომლებიც მუშაობენ მოქნილ ან ჰიბრიდულ გარემოში.

    პაკეტი მოიცავს ტრენინგებსა და სიმულაციებს, რომლებიც ასწავლის ადამიანებს როგორ იფიქრონ და იმოქმედონ მუდმივად ცვალებად გარემოში.

    ასევე ავითარებს პროექტების მართვის უნარებსა და იმ ლიდერულ ტექნიკებს, რომლებიც შეესაბამება მოქნილ გარემოს.

    ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან ყოველდღიურ პროცესში, რათა თქვენ არა მხოლოდ გამოიყენოთ მოქნილი მიდგომა, არამედ რეალურად გახდეთ მოქნილი.

    იყავით მოქნილი DEVELOR-თან ერთად.

    down-symbol

    ჰიბრიდული ოპერაციების მართვა