ლიდერიზატორი – როგორ იცვლება ლიდერობა დღეს
გთავაზობთ DEVELOR საქართველოს მმართველი დირექტორის, მარიამ დულკსიენეს ინტერვიუს Forbes Georgia-ს ჟურნალში, მარიამი ეხება თანამედროვე ლიდერობის ტრანსფორმაციას და იმ რეალობას, რომელშიც დღეს მუშაობენ ორგანიზაციები.
სტატიაში განხილულია, თუ როგორ იცვლება ლიდერის როლი სწრაფად ცვალებად და გაურკვეველ გარემოში. დღეს ლიდერობა აღარ ნიშნავს მხოლოდ პროცესების მართვასა და შედეგების მიღწევას – ის გულისხმობს ადამიანების გაძლიერებას, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების შექმნას და ისეთი გარემოს ფორმირებას, სადაც თანამშრომლები თავს დაცულად, მოტივირებულად და ჩართულად გრძნობენ.

© Forbes Georgia
მარიამი საუბრობს იმაზე, რომ თანამედროვე ლიდერმა უნდა შეძლოს არა მხოლოდ სტრატეგიული ხედვის შექმნა, არამედ გუნდის ემოციური მდგომარეობის მართვაც, ცვლილებებთან ადაპტაცია და თანამშრომლების პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ლიდერობაზე, რომელიც გავლენას ახდენს არა ძალაუფლებით, არამედ ნდობით, ემპათიითა და თანამშრომლობით.
სტატია ასევე ეხება იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგანან დღეს ლიდერები – მაღალი მოლოდინები, მუდმივი ცვლილებები და გუნდების მრავალფეროვნება. ამ კონტექსტში, „ლიდერიზატორი“ წარმოადგენს ახალ ტიპის ლიდერს, რომელიც ქმნის ღირებულებას არა მხოლოდ შედეგებით, არამედ ადამიანებზე ზრუნვით და მათი განვითარებით.
DEVELOR-ის ხედვით, სწორედ ასეთი ლიდერები ქმნიან ძლიერ, მდგრად ორგანიზაციებს და უზრუნველყოფენ გრძელვადიან წარმატებას.
ვრცელი სტატიის წასაკითხად ეწვიეთ Forbes Georgia.