×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    გასულ კვირას DEVELOR-ის მმართველი დირექტორები ცხრა ქვეყნიდან შეიკრიბნენ საბერძნეთის ულამაზეს გარემოში სტრატეგიულ ვორქშოპზე, რომელიც მიზნად ისახავდა კომპანიის მიმართულების განსაზღვრას 2025–2030 წლებისთვის.

    ღონისძიებას უმასპინძლა DEVELOR Greece-მა და ის წარმოადგენდა სტრატეგიული დაგეგმვის, ლიდერშიფის სინქრონიზაციისა და ღირებული თანამშრომლობის ძლიერ კომბინაციას.

    რამდენიმედღიანი სესია მიზნად ისახავდა PowerPoint პრეზენტაციებისა და ბიზნეს-მოდელების მიღმა გასვლას. მან შექმნა სივრცე ღია დიალოგისთვის, რეფლექსიისთვის და ადამიანური კავშირისთვის. ლიდერებმა განიხილეს, როგორ მოითხოვს ბიზნეს გამოწვევებთან გამკლავება ხედვას, მოქნილობას და ნდობას.

    ვორქშოპმა ხაზი გაუსვა კოლექტიური აზროვნების ძალას — თითოეულმა ქვეყანამ წარმოადგინა საკუთარი ლოკალური ინსაითები, რაც დაეხმარა რეალურად საერთაშორისო სტრატეგიის თანაშექმნას. შედეგი არის არა მხოლოდ სტრატეგია, არამედ საერთო მიზანი, რომელიც ეფუძნება ურთიერთგაგებას, ძლიერ ურთიერთობებს და კულტურულ სინქრონიზაციას.

     

    „ათენში მიღებული გამოცდილება ნათლად აჩვენებს თანამშრომლობის ნამდვილ ძალას — როდესაც სტრატეგია, კულტურა და ნდობა ერთიანდება.“ – ამბობს ზოლტ პოზვაი, გლობალური CEO.

    გუნდმა ასევე დრო დაუთმო დასვენებასა და ურთიერთობის გაღრმავებას იახტინგისა და სოციალური აქტივობების მეშვეობით, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ძლიერი სტრატეგიები მხოლოდ ლოგიკით კი არა, ემოციითაც იქმნება. საერთო გამოცდილებამ გააძლიერა DEVELOR-ის ძირითადი ღირებულებები: პატივისცემა და პარტნიორობა, სწავლა და განვითარება, შედეგიანობა და ხარისხი.

    განსაკუთრებული მადლობა DEVELOR Greece-ს თბილი მასპინძლობისა და უნაკლო ორგანიზებისთვის. ეს ღონისძიება გახდა ნამდვილი სტარტი მომავალი წლებისთვის და სრულად ასახავს ჩვენს სლოგანს — „Igniting your growth“.

    down-symbol

    ჰიბრიდული ოპერაციების მართვა