თანამშრომლის პერსონა და თანამშრომლის ღირებულებითი შეთავაზება (EMPLOYEE VALUE PROPOSITION) ვერ უნდა აშენდეს დაშვებებზე. ეს არის ნებისმიერი Employer Branding პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები და სწორედ მათი ხარისხი განსაზღვრავს წარმატებას. თუნდაც პროცესში ჩავრთოთ გამოცდილ core გუნდი და ძირითადი პოზიციების წარმომადგენლები კრეატიულ სამუშაოში, მაინც შესაძლებელია არასწორი აღქმები და მნიშვნელოვანი დეტალების გამორჩენა.
FOCUS GROUPS ფოკუს ჯგუფებს, საჭიროების შემთხვევაში სიღრმისეულ ინტერვიუებთან ერთად, აქვთ კრიტიკული როლი. თითოეული თანამშრომლის პერსონის წარმომადგენლებს შეუძლიათ დაადასტურონ ვორქშოპის შედეგები და შეიტანონ მნიშვნელოვანი წვლილი კრეატიულ პროცესში. ადამიანები გაგიზიარებენ არა მხოლოდ იდეებსა და მნიშვნელოვან ასპექტებს, არამედ – პირველ რიგში – ისტორიებს. სწორედ ეს ისტორიები წარმოადგენს პროექტისა და შემდგომი კამპანიების მთავარ რესურსს და ამავდროულად გაძლევთ ბევრად უფრო ღრმა გაგებას იმის შესახებ, რას ფიქრობენ, რას ელიან და რას გრძნობენ თანამშრომლები.